შვედეთის ჩემპიონატის მერვე ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგი" საკუთარ მოედანზე "ჰელსინგბორგს" დაუზავდა - 1:1.
ანგარიში მე-11 წუთზე ხარაიშვილმა გახსნა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მისი პირველი გოლია (მეხუთე მატჩში). სტუმრებმა კი საპასუხო გოლის გატანა 90+1-ე წუთზე მოახერხეს და ფრეს მიაღწიეს.
gp.se აღნიშნავს, რომ ხარაიშვილმა გოლი გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც მის ძმასთან ერთად "საბურთალოში" თამაშობდა. თავად გიორგი ხარაიშვილი "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია და მის ღირსებას 2013-18 წლებში იცავდა.
"გეტებორგი" 9 ქულით მე-11 ადგილზეა და 20 ივლისს გასვლაზე "ჰამარბიუს" დაუპირისპირდება.
ყოჩაღ ხარაიშვილი,კარგი კაცი ხარ!შენისთანა სპორტსმენებისთვის გვიყვარს სპორტი და არა ზოგზოგიერთი ცხოველის,ვითომ სპორტსმენების(თავიაანთ ადამიანის სახედაკარგული ადვოკატებით) გამო.