ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის ლიგის რეკორდი გაიმეორა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ "როსტოვთან" მატჩში პატარა საფეხბურთო საოცრებები აჩვენა მაყურებელს და დამსახურებულად გახდა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი, თუმცა, ამასთანავე, როგორც გაირკვა, ხვიჩამ რუსეთის პრემიერლიგის რეკორდი გაიმეორა.

კვარაცხელიას შეხვედრაში წარმატებულად დასრულებული 11 მოტყუება ჰქონდა და ეს ლიგის რეკორდია. ამდენივე მაჩვენებელი ჰქონდა გროზნოს "ახმატის" ფეხბურთელ ბერნარდ ბერიშას "სოჭისთან" გამართულ შეხვედრაში.

ფეხბურთელის მოტყუება კი ხვიჩამ 16-ჯერ სცადა - ეს პირადი რეკორდია. ლიგის საუკეთესო მაჩვენებელი კი ჰალკს აქვს - 2014 წელს ცსკა-სთან მატჩში ბრაზილიელმა მეტოქე ფეხბურთელის მოტყუება 23-ჯერ სცადა (10 წარმატებული).

ხვიჩამ
მეტოქის მოთამაშეებს 4 ყვითელი ბარათი მიაღებინა - 3 მისი წაქცევისთვის, ხოლო 1 ხელით თამაშისთვის, როცა ბაირამიანს ბურთი თავზე გადაუგდო.

რუსმა ბლოგერმა ალეკსანდრ დორსკიმ "ტელეგრამის" საკუთარ არხზე დაწერა:

"ჯერჯერობით კვარაცხელია ისევ მეტოქის მოტყუებაზე მიდის, როცა შეტევის უკეთ გასაგრძელებლად პასის გაკეთება უფრო რაციონალური ჩანს. თუმცა ეს ხვიჩას კრიტიკად არ მიიღოთ. "კვარას" ლიგაში მოტყუების ოდენობით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - 90 წუთის განმავლობაში, საშუალოდ, 4,3-ჯერ სცდება მეტოქეს (7,4 მცდელობიდან), თუმცა მას შეუძლია უფრო ეფექტიანი იყოს. მათ შორის, ზემოთაღნიშნული მაჩვენებლის შემცირების ხარჯზეც კი."

უნდა აღვნიშნოთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი ყველაფერს იდეალურად რომ არ აკეთებს, გასაკვირი არაა. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ გასაკეთებელ პასებს არ აკეთებსო - თუნდაც, მხოლოდ "როსტოვთან" შეხვედრაში ორი პოტენციურად საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა პარტნიორებმა ვერ იყოჩაღეს.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
მადლობა "როსტოვის" მეკარეს იმ ბურთის აღებისათვის. თუ არა და დღეს კვარაცხელიაზე თავშიავარდნილი კაცი არ ივლიდა დედამიწის ზურგზე )))
თერძი ბესო
16:42 17-07-2020
64
გენაცვალე ხვიჩა! ძალიან გვახარებს შენი წარმატება და ბევრად მეტს შეგიძლია მიაღწიო. გთხოვ არ გაიმეორო ნიჭიერი, მაგრამ დაკარგული ქართველი ფეხბურთელების შეცდომები. რაც არ უნდა ჯოჯოხეთური შრომა გელოდებოდეს წარმატებული და სტაბილური ფეხბურთელობა ყველაფერს გადაწონის!!!
გულშემატკივარი
15:41 17-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული