ტყუილად როდი შიშობდნენ "რუბინის" გულშემატკივრები, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებას ვერ შეძლებდნენ.
matchtv.ru-ს ცნობით, კვარაცხელიას შეძენას მალე "კრასნოდარი" შეეცდება, რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში მესამე ადგილზეა და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო.
გამოცემის მტკიცებით, ყუბანური კლუბი ხვიჩას ჯერ კიდევ 2019 წელს აკვირდებოდა, მაგრამ მაშინ ჩათვალეს, რომ რა თანხაც მასში მოსთხოვეს, იმდენი არ ღირდა. მას შემდეგ ქართველის სატრანსფერო ფასი გაცილებით გაიზარდა.
ხვიჩას "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და "რუბინის" მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი მისი შენარჩუნებით ძალიანაა დაინტერესებული, თუმცა ყველაფერი შეთავაზებული თანხის ოდენობაზეა დამოკიდებული.