საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძის აგენტმა თეიმურაზ ლეპსაიამ "Р-Спорт-თან" მოკლე კომენტარი ქართველი ფეხბურთელის მომავლის შესახებ გააკეთა.
"ჯანოს კვიპროსულ "ანორთოსისთან" კონტრაქტი უკვე დაუმთავრდა და ამ ეტაპზე შემოთავაზებებს ელოდება. ჯერ-ჯერობით კონკრეტული არაფერია.
რაც მთავარია, ის თავს ძალიან კარგად გრძნობს, ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აქვს, ძველი ტრავმისაგან სრულად გათავისუფლდა,"- აღნიშნა აგენტმა.
მოგეხსენებათ, ჯანო ანანიძე 11 წლის განმავლობაში იყო მოსკოვის "სპარტაკის" საკუთრება და გუნდი 2020 წელს დატოვა.
---------------------
არა მგონია როცა პასპორტის ასაღებად მიხვედი, პოლიციის ფურაშკა არ გხურებია, თუ ვცდები ჯიგარ?
ან რა ნახე ჩემ პოსტში დასაცინი. საქართველოში თამაში დაცინვა, ერთი პატარა ჯანოა რა, ტახამატა ხომ არ არის, თავს რომ იფასებს?