სლუცკი ამბობს, რომ კვარაცხელიაზე მეორე პენალტიც იყო - ის ყაზანელთა ლალის თვალია

AutoSharing Option
შესაძლოა, კარგი თამაშის შემდეგ გვიყვარს ხოლმე ფეხბურთელებისადმი დითირამბების მიძღვნა, უფრო ახალგაზრდებისადმი ავანსად და ხანდახან ამის გამო გვსაყვედურობენ კიდეც, მაგრამ როგორ არ უნდა აღნიშნო ხვიჩა კვარაცხელიას ჩინებული ბურთაობა?!.

მით უმეტეს, როდესაც 19 წლის ქართველი შემტევით ყველა აღფრთოვანებულია და ზედიზედ მესამე მატჩში საუკეთესოდ დაასახელეს.

კვარაცხელიამ მართლაც კარგად ითამაშა "სპარტაკთან", მოედანზე დაჰქროდა, ფლანგებს იცვლიდა, მეურვეებს ატყუებდა, სისწრაფითაც სჯაბნიდა და პარტნიორებს გადაცემებსაც არ უგვიანებდა. მოკლედ, თვალსა და გულს ახარებდა.

"ხვიჩამ მორიგი დიდებული შეხვედრა ჩაატარა. კარში ურტყამს ბურთს, მარცხენა და მარჯვენა ფრთიდან გაურბის ოპონენტებს. პირველი
ტაიმის დასასრულს კი აირტონს ატყუებს და მას ისღა დარჩენია, წესების დარღვევით შეაჩეროს", - წერს "რუბინის" საიტი.

მან ერთი პენალტი მოინადირა და 90-ე წუთზეც შეეძლო მსაჯს თერთმეტმეტრიანის დანიშვნა, მაგრამ ამ შეხვედრაში მეოთხედ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ეტყობა, აღარ ჩათვალა საჭიროდ. არადა, მეკარე მაკსიმენკომ საჯარიმოში წააქცია. პრესკონფერენციაზე ყაზანური გუნდის მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის აღნიშნულ ეპიზოდზე ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს და პასუხიც მიიღეს.

- როგორ შეაფასებდით ბოლო წუთებზე არდანიშნული პენალტის ეპიზოდს? ჩვენ ისე დავინახეთ, რომ მაკსიმენკოზე ფოლი იყო.
- მეც ასე დავინახე.

სლუცკიმ აგრეთვე განაცხადა, რომ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნების ამოცანა შეასრულეს, თუმცა უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას არის მიჩვეული, გუნდს 4 დღით დაასვენებს და ორშაბათიდან ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგებიან.

გულშემატკივრები კი შიშობენ, რომ ხვიჩას პრემიერლიგის უფრო მდიდარი კლუბი შეიძენს და მათ საიტზე ჩემპიონ "ზენიტის" ფანების კომენტარები გაკეთდა - ისინი წერენ, რომ 36 წლის იური ჟირკოვი გუნდს ტოვებს და მარცხენა ფლანგზე სწორედ ასეთი ფეხბურთელი სჭირდებათ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჯერი მე მგონი შენ ხოკეის უყურებდი
გიო
17:16 25-07-2020
0
2000 წელს ანკონაშინი იტალიასთან მართლა მსახიობურას წაიქცა დელ პიერო და ის ეგრევე დადო მსაჯმ. უბრალოდ ორივე გუნდოს რენომეს გააჩნია ხოლმე. კარგ გუნდებს უფრო “უმართლებთ” მსგავს სიტუაციებში და მათ სასარგებლოდ უფრო “ხედავენ” მსქჯები დარღვევას. გააჩნია ვინ ვის ეთამაშება.

დელ პიერო და ტოტი იმ აფერისტობის შემდეგ შემძულდა
Del Piero
15:09 23-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული