gp.se: "გეტებორგის" ტრავმირებული ვარსკვლავი ხარაიშვილი ფინალში ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
gp.se-ს ცნობით, "გეტებორგის" ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში, "ჰიოკენთან" მატჩის პირველი ტაიმის დასასრულს ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

გამოცემის მტკიცებით, გიორგი ხვალ, 30 ივლისს, თასის ფინალში თავის გუნდს ვერ დაეხმარება.

"გეტებორგის" მწვრთნელმა პოია ასგაბიმ განაცხადა, რომ ქართველი შემტევი განაცხადშიც ვერ იქნება და ჯერ უცნობია, რამდენი ხანი გაუცდება.

"ყველაფერი შესაძლებელი გავაკეთეთ, რათა წლის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში ხარაიშვილს მონაწილეობა მიეღო, მაგრამ მისი თამაში გამორიცხულია. გასულ მატჩში ტკივილი იგრძნო და თავად ითხოვა შეცვლა. ვფიქრობ, მის გარეშე გაგვიჭირდება. სხვა ყველა
დანარჩენი ფეხბურთელი მწყობრშია და დაპირისპირებისათვის ემზადება".

ხარაიშვილმა შვედეთის მიმდინარე ჩემპიონატის 8 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგ ტრავმა გაივლის, პრობლემაა რომ ესეთი ნიჭიერი ბიჭი ვეღარ იზრდება, დრო გადის ის კი შვედეთის საშუალო გუნდის რიგებს ვერ ცდება.წარმატებები და მალე წინსვლა ხარაიშვილს!
ირაკლი
12:41 30-07-2020
1
სამწუხაროა :(
L.J.
11:55 30-07-2020
0

სიახლეები პოპულარული