ლუკა ზარანდია ბელგიაში ავარიაში მოყვა

AutoSharing Option
ბელგიურ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც, გუშინ, 2 აგვისტოს, ღამით, "ზულტე ვარეგემის" ორი ფეხბურთელი - ქართველი ლუკა ზარანდია და მექსიკელი ომარ გოვეა ავარიაში მოყვნენ. უკვე დღეს აღნიშნული შემთხვევა კლუბმაც დაადასტურა.

წყაროთა ცნობით, ლუკას თანაგუნდელი საჭესთან ნასვამი იჯდა და ავარიის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ეს სახელდება, თუმცა "ზულტე ვარეგემის" ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ სანამ ოფიციალურ წერილს არ მიიღებენ პოლიციიდან, იქამდე კლუბი არაფერს მოიმოქმედებს.

საბედნიეროდ, ქართველი ფეხბურთელი მძიმედ არ დაზიანებულა და სერიოზული ტრავმები არ მიუღია. თანაგუნდელს კი თვალების არეში აქვს მცირედი დაზიანებები. მეორე
ავტომობილში მჯდომი პირიც თავს კარგად გრძნობს.

ლუკა ზარანდია კი "ტობოლში" განათხოვრების შემდეგ ბელგიურ კლუბს დაუბრუნდა. ყაზახეთში ქართველმა მხოლოდ 2 მატჩის ჩატარება მოასწრო და 1 გოლიც გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
არადა ფეხბურთელის კარიერა მაქსიმუმ 20 წელი გაგრძელდეს,ხალხი 20 წელს ციხეში ძლებს და თქვენ რით ვერ გაძელით 20 წელი ნორმალური ცხოვრება,ითამაშეთ თქვე დალოცვილებო,დაიცავით რეჟიმი,თქვენი თავიც ასახელეთ და ჩვენც გაგვახარეთ,კარიერას რომ დაასრულებთ მერე ქორწილებში ითამადეთ კვირაში ხუთჯერ თუ გინდათ.
P.S. პირდაპირ ზარანდიაზე არ მაქვს საუბარი
ბათუმის ფანი
16:29 03-08-2020
2
აი რატო ვერ თამაშობენ მერე ფეხბურთს, იმის მაგივრად რო ივარჯიშონ ბარებში სასმელში იხრჩობიან..
გიო
16:03 03-08-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული