"რუბინის" კაპიტანმა ხვიჩას ხმა არ მისცა - ვინ დაუჭირა მხარი კვარაცხელიას საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის გამოკითხვაში

AutoSharing Option
საჯარო გახდა რუსეთის პრემიერლიგის შემაჯამებელი გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც, საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, საუკეთესო მწვრთნელი დაასახელეს და აღმოჩნდა, რომ ყაზანის "რუბინის" კაპიტანმა ვიაჩესლავ პადბერიოზკინმა კვარაცხელია სამეულშიც კი არ შეიყვანა.

ხვიჩა პირველ ადგილზე შემდეგმა 11-მა პირმა დაასახელა: გროზნოს "ახმატის" მთ. მწვრთნელმა იგორ შალიმოვმა, "როსტოვის" მთ. მწვრთნელმა ვალერი კარპინმა და კაპიტანმა იველინ პოპოვმა, "ურალის" კაპიტანმა არტიომ ფიდლერმა, "რუბინის" მთ. მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ, მოსკოვის "დინამოს" მთ. მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა, "ტამბოვის" კაპიტანმა გიორგი შელიამ, "სოჭის" მთ. მწვრთნელმა ვლადიმირ ფედოტოვმა, "სოვეტსკი სპორტის" მთ. რედაქტორმა
ნიკოლაი იარიომენკომ
, "სპორტ 24-ის" მთ. რედაქტორმა სამველ ავაკიანმა, "მატჩ პრემიერის" კომენტატორ-ექსპერტმა დენის კაზანსკიმ.

მეორე პოზიცია კვარაცხელიას ამ პირებმა მიაკუთვნეს: "ახმატის" კაპიტანმა რიზვან უციევმა, "ლოკომოტივის" მთ. მწვრთნელმა მარკო ნიკოლიჩმა და კაპიტანმა ვედრან ჩორლუკამ (ორივემ პირველ ადგილზე "ლოკოს" ფეხბურთელი დააყენა), ცსკა-ს კაპიტანმა იგორ აკინფეევმა (1-ელზე თანაგუნდელი), "სპარტაკის" კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ (1-ელზე თანაგუნდელი), "ურალის" მთ. მწვრთნელმა იური მატვეევმა, "დინამოს" კაპიტანმა ანტონ შუნინმა, "უფას" მთ. მწვრთნელმა ვადიმ ევსეევმა და კაპიტანმა პაველ ალიკინმა (1-ელზე ორივემ "უფას" ფეხბურთელი დააყენა), "რ-სპორტ-ის" რედაქციის მმართველმა ალეკსანდრ კალმიკოვმა, "მატჩ პრემიერის" კომენტატორ-ექსპერტებმა კონსტანტინ გენიჩმა და ანდრეი არშავინმა და რუსეთის ნაკრების მთ. მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა.

მესამე ადგილი კი ხვიჩას ამ ადამიანებმა მიაკუთვნეს: "ორენბურგის" მთ. მწვრთნელმა კონსტანტინ პარამონოვმა და კაპიტანმა ანდრეი მალიხმა, "კრილია სოვეტოვის" მთ. მწვრთნელმა ანდრეი ტალალაევმა და კაპიტანმა ტარას ბურლაკმა, "სოჭის" კაპიტანმა სოსლან ჯანაევმა, "Sports.Ru-ს" შეფ-რედაქტორმა ვლადისლავ ვორონინმა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ღმერთო ჩემო რა სისულელეებია. მეტი ინფორმაცია აღარ იძებნება?
თავადი78
08 აგვისტო 2020 15:44
0
შელიას ყოჩაღ! პრინციპში, ჯიქიასაც, კაპიტანია გუნდის, პირველზე თანაგუნდელი უნდა დაეყენებინა, ამ სამარცხვინო პობერიოზკინივით ხომ არ მოიქცეოდა. თუ ამჩნევთ, კავკასიელებმა მხარი ხვიჩას დაუჭირეს, კავკასიასთან ახლომდებარე მხარეების გუნდების წარმომადგენლებმაც...
ვაახ
04 აგვისტო 2020 03:29
2
კარპინი, შალიმოვი და აკინფეევი კავკასიელები არ არიან. ისინი თვითონ მაღალ დონეზე თამაშობდნენ და ტალანტებზე გარკვეული წარმოდგენა ააქვთ. ისიც გასაგებია, რომ ორ პრეტენდენტს შორის უპირატესობას ანიჭებენ თანაგუნდელს. რაც შეეხება რუბინის კაპიტანს,ხომ შეიძლება, მან ხვიჩას ხმა არ მისცა კეთილი სურვილის გამო:"ხვიჩას თავში რომ არ აუარდეს ქება და მეტად იმუშაოს განვითარებისთვის? რუბინის კაპიტანს, რომ ხვიჩა ეჯავრებოდეს, ის საერთოდ არ მოხვდებოდა სასტავში, ან თუ მოხვდებოდა, მას არც კი მიულოცავდა გოლებს. ბოლო დროს ქართველების ნაწილმა სომხურად (შოვინისტურად) აზროვნება დაიწყეს
როლანდი
06 აგვისტო 2020 15:47
0
შოვინიზმში ჩვენც არ ჩამოუვარდებით არავის,მათ შორის რუსებს
ბაჩი
03 აგვისტო 2020 23:38
16
მე მწვრთნელის ადგილას შევცვლიდი კაპიტანს მასეთმა კაპიტანმა გასახდელში რა უნდა ელაპარაკოს ბიჭებს
beqnuma
03 აგვისტო 2020 22:54
4
შე..ცი ეგეთ კაპიტანს და ეგეთ თანაგუნდელს
beqnuma
03 აგვისტო 2020 22:36
3
ხვიჩა, წინ დიდი გზა გაქვს. ამისთანა ,,პადნოჩკები,, ბევრი გექნება სპორტშიც და ცხოვრებაშიც. უნდა გაუძლო შენც და იმ ოქროს თაობამ, ვისაც ამდენი ხანი ველოდეთ. ისე ნუ მომკლავთ, რომ დინამოს გუგუნი ვეღარ გავიგო. მუშტაეთში ამაყი გამასეირნეთ.
100%
03 აგვისტო 2020 20:46
5
პადნოჟკა-ნოჟკა,ფეხი, ქართ-სარმა... ამაზე მეტი სარმა არავის გამოედოს ამ ბიჭისთვის არც ფეხბურთში და არც ცხოვრებაში.
ველოდით, არა ველოდეთ.
მუშთაიდი, არა მუშტაეთი.
დინამოში თამაში დღეს სასჯელთან და უპერსპექტივობასთან უფრო ასოცირდება, კვარაცხელია მეტს იმსახურებს და დინამოში დაბრუნება, მოდი, ღრმა ვეტერანობაში ვუსურვოთ.
ვიგუგუნოთ ქართულად და გამართულად
03 აგვისტო 2020 22:40
9
რა იცით, იქნებ, ქართული ხასიათი გაითვალისწინა და კარგი უნდოდა ხვიჩასთვის, თორემ კაპიტანზე უკეთ ვინ უნდა იცნობდეს და აფასებდეს....
მ.ტ.
03 აგვისტო 2020 19:50
36
რა უმადური ჯიშიცაა, ის საქციელი ახასიათებთ. შოვინიზმის კლასიკაა.
კეკო
03 აგვისტო 2020 19:10
10
ჯამში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს, მეტი რა უნდა ექნათ?!
aburjga
03 აგვისტო 2020 22:24
6
მართლა კაზიოლი
მგელი
03 აგვისტო 2020 18:33
2
ეგ კაზიოლი ეგა, ხვიჩას გარეშე იქნებოდნენ ახლა მეორე ლიგაში.
ზეზვა
03 აგვისტო 2020 17:53
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული