კაკაბაძის "ლუცერნი" დამატებით დროში დამარცხდა და თასიდან გავარდა

AutoSharing Option
შვეიცარიის თასის 1/4-ფინალში ოთარ კაკაბაძის "ლუცერნი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა ჩემპიონ "იანგ ბოიზთან" და გათამაშებას გამოეთიშა.

ოთარი სასტარტოში იყო და 76-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მწვრთნელმა ფაბიო სელესტინიმ თავდამსხმელ ბლეზინგ ელეკეთი შეცვალა. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებით დროში კი ბერნელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

რაც შეეხება ჩემპიონატს, "ლუცერნი" მეექვსე ადგილზე გავიდა - კაკაბაძემ კი 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამდენი ტრამვები, უკვალოდ არ ქრება. სამწუხაროდ ასეა . რა ქნას, რაც სეუძლია და აძლევს ჯანმრთელობა საშუალებას თამაშობს ეგ ბიჭი და თავს ზემოთ ძალა არაა. დაისვენებს ეხლა, ტრამვასაც ბოლომდე მოიშუშებს და ეგაა. წარმოიდგინეთ, ფეხი მოიტეხო, ან მყესები გაგიწყდესს, ან კიდევ რაიმე, მერე ოპერაცია და ვინ გაცდის, როგორც კი ფეხს დაადგამ, სრაზუ მოედანზე, ამიტომაცაა ამ დღეში რომ არიან ჩვენები, თან ვისთანნ მკურნალობენ და როგორ კიდევ ცალკე საკითხია. ასეა, როცა დაქცეული ქვეყნის შვილები ვართ
ვასო
08 აგვისტო 2020 15:18
0
კახას ვეთანხმები.ოთარს გაცილებით უკეთ თამაში შეუძლია და ეს,ბელარუსთან მატჩისათვის გვჭირდება.ტრავმებმაც შეუშალა ხელი,მაგრამ თითქოს თვითონაც ცოტა ჩამქრალია.შემოუძახე შენს თავს, ოთარ!თუ რამე შეგიძლია,ამ შემოდგომაზე უნდა აჩვენო და შემდეგ, ასევე გააგრძელო.წარმატებები!
სოსო
07 აგვისტო 2020 11:28
0
რა კარგი იყო ეს ბიჭი ახალგაზრდულ ნაკრებში, ფლანგზე დაფრინავდა შეტევებში თამამად ერთვებოდა არც უკან ჩამოსვლას აგვიანებდა,ფსიქოლოგიურად თითქოსდა არ უჭირდა არ ერიდებოდა არავის თავდაჯერებული საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებოდა, კარგადსც ამწვავებდა,მომენტებს პარტნიორებისთვისაც ქმნიდა, ამიტომ არავის გაკვირვებია როცა ასეთ ადრეულ ასაკში ევროპაში კონყრაქტი გაუფორმეს ეროვნულ ნაკრებშიც დაუძახეს და აი აქ გადაიწვა მგონი არის ასეთი ტერმინი ფეხბურთში ვინც იცის მიხვფება რასაც ვგულისხმობ ოღონდ ამას ძაან გაუგრძელდა ვერ უმატებს თითქოს ერთ ადგილს ტკეპნის,სისწრაფე რაც ერთერთი პლიუსი ჰქონდა ისიც დაკარგა,ძირითადი შემადგენლობიდანაც ამოვარდა არადა ყველას გვეიმედებოდა ნაკრრბისთვის ყველაზე პრობლემურ პოზიციაზე კარგი ევროპული დონის ფეხბურთელი გვეზრდებათქო.ოთარ მჯერა შეგიძლია,უნიჭიერესი ბიჭი ხარ ღმერთმა ტალანტი გიბოძა, ნუ გაფლანგავ, შენს მეტი და შენზე უკეთ არავინ იცის რა-რატომ!?გამოსწორებასაც თავად შეძლებ ქართველი გულშემატკივარი სულით და გულით შენს გვერდშია ნუ გაუწბილებ იმედებს..,უფალი გფარავდეს შენ და შენ ოჯახს წარმატებები.
kaxa
07 აგვისტო 2020 02:13
2

სიახლეები პოპულარული