zentralplus: "ლუცერნის" კაკაბაძესთან თანამშრომლობის გაგრძელების მიზეზი არ არსებობს

AutoSharing Option
ოთარ კაკაბაძის "ლუცერნი" შვეიცარიის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილზეა და თასის ნახევარფინალში 5 აგვისტოს "იანგ ბოისს" უმასპინძლებს. შვეიცარიულმა zentralplus-მა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა გუნდის პერსპექტივებზე, რომ ფაბიო სელესტინიმ, რომელმაც გუნდი ამა წლის დასაწყისში ჩაიბარა და მიზნად მისი მენტალურად გარდასახვა დაისახა.

გამოცემამ დაცვის ხაზის პრობლემები მიმოიხილა, სხვადასხვა ფეხბურთელები დაახასიათა და კაკაბაძის შესახებაც გამოთქვა მოსაზრება.

"საქართველოს ნაკრების 25 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, თანამშრომლობის გახანგრძლივების არანაირი მიზეზი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ის მრავალფეროვანია, შესაძლებლობებით დაცვასა და შეტევაში
შეზღუდულია და ტექნიკითაც არ გამოირჩევა".

ოთარს ტრავმის გამო ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა და მიმდინარე ჩემპიონატის 17 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
დინამოდან როგორც წავიდა უარესს იმსახურებს! ვინც არ აფასებს გამზრდელს ვერ მიიღებს მადლს!
ვაჟა
11:44 23-07-2020
5
რავა ყოველთვის ჩვენს მოთამაშეებს ტანჯავს ეს ტრავმა.
მახა
11:06 23-07-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული