კაკაბაძის "ლუცერნი" დამატებით დროში დამარცხდა და თასიდან გავარდა

AutoSharing Option
შვეიცარიის თასის 1/4-ფინალში ოთარ კაკაბაძის "ლუცერნი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა ჩემპიონ "იანგ ბოიზთან" და გათამაშებას გამოეთიშა.

ოთარი სასტარტოში იყო და 76-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მწვრთნელმა ფაბიო სელესტინიმ თავდამსხმელ ბლეზინგ ელეკეთი შეცვალა. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებით დროში კი ბერნელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

რაც შეეხება ჩემპიონატს, "ლუცერნი" მეექვსე ადგილზე გავიდა - კაკაბაძემ კი 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამდენი ტრამვები, უკვალოდ არ ქრება. სამწუხაროდ ასეა . რა ქნას, რაც სეუძლია და აძლევს ჯანმრთელობა საშუალებას თამაშობს ეგ ბიჭი და თავს ზემოთ ძალა არაა. დაისვენებს ეხლა, ტრამვასაც ბოლომდე მოიშუშებს და ეგაა. წარმოიდგინეთ, ფეხი მოიტეხო, ან მყესები გაგიწყდესს, ან კიდევ რაიმე, მერე ოპერაცია და ვინ გაცდის, როგორც კი ფეხს დაადგამ, სრაზუ მოედანზე, ამიტომაცაა ამ დღეში რომ არიან ჩვენები, თან ვისთანნ მკურნალობენ და როგორ კიდევ ცალკე საკითხია. ასეა, როცა დაქცეული ქვეყნის შვილები ვართ
ვასო
15:18 08-08-2020
0
კახას ვეთანხმები.ოთარს გაცილებით უკეთ თამაში შეუძლია და ეს,ბელარუსთან მატჩისათვის გვჭირდება.ტრავმებმაც შეუშალა ხელი,მაგრამ თითქოს თვითონაც ცოტა ჩამქრალია.შემოუძახე შენს თავს, ოთარ!თუ რამე შეგიძლია,ამ შემოდგომაზე უნდა აჩვენო და შემდეგ, ასევე გააგრძელო.წარმატებები!
სოსო
11:28 07-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული