ზედიზედ მეორე ამხანაგურ მატჩში გაიტანა "ტვენტეში" გოლი საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ.
გასულ სპარინგში ის "ექსელსიორ'31"-თან სპარინგში (3:1) შეცვლაზე შევიდა და გოლი გაიტანა, ამჯერად კი სიტარდის "ფორტუნასთან" მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და 49-ე წუთზე ლამაზად შესრულებული საჯარიმოთი ანგარიში გახსნა. საბოლოოდ ენსხედელებმა 2:1 იმარჯვეს.
ნამატჩევს გახარებულმა მწვრთნელმა რონ იანსმა აღნიშნა, რომ თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა იფრინეს, 15 წუთში 2 გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს კიდეც. ის ამბობს, რომ მიუხედავად 30 გრადუს სიცხეში თამაშისა, მისმა შეგირდებმა ფეხბურთისგან სიამოვნება მიიღეს, ძალიან ასიამოვნეს და ამ ბიჭებთან მუშაობა სასიხარულოა.
"ტვენტე" კიდევ 3 საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს, 12 სექტემბერს კი, ჩემპიონატის პირველ ტურში ამავე "ფორტუნას" უმასპინძლებს.