"გრაცის შტურმი" ამხანაგურ შეხვედრაში სლოვენიის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ "ბრავოს" დაუპირისპირდა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეხვედრის პირველი გოლი გაიტანა.
ოთარმა მისთვის უჩვეულოდ - თავით გაიტანა გოლი, თან საკმაოდ ლამაზი, ნახტომში. კიტეიშვილმა პირველი ტაიმი ჩაატარა, მეორე ნახევარში "შტურმის" მწვრთნელმა მთელი გუნდი შეცვალა.
ავსტრიულმა კლუბმა შეხვედრა ანგარიშით 2:1 მოიგო. არც ისე დიდი ხნის წინ თურქულ პრესაში სტამბულის "ფენერბახჩეს" მხრიდან კიტეიშვილის მიმართ არსებულ ინტერესზე იწერებოდა, თუმცა, როგორც ვხედავთ, "კიტე" ისევ ავსტრიული გუნდის წევრია.