ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას გარეშე "გენტი" "კორტრიკთან" დამარცხდა

AutoSharing Option
"გენტმა" სეზონის სტარტზე მეორე მატჩიც წააგო

ბელგიის ჩემპიონატის მეორე ტურში "გენტი" საკუთარ მოედანზე "კორტრიკთან" 1:2 დამარცხდა.

"გენტიდან" გოლი უკრაინელმა მცველმა იგორ პლასტუნმა გაიტანა, რომელმაც გასულ ტურში "სენტ-ტრუიდენთან" (1:2) სასქესო ორგანოს ტრავმა მიიღო.

ცნობისათვის, "კორტრიკის" მწვრთნელი "გენტის" ყოფილი თავკაცი ივ ვანდერჰაეგეა.

მიუხედავად იმისა, რომ ბელგიურმა პრესამ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის მორჩენის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და მწვრთნელმა იეს ტორუპმა წინასამატჩო განაცხადში ისიც შეიყვანა და გიორგი ქვილითაიაც, საბოლოო განაცხადში არც ერთი არ იყო.

"გენტი", რომელიც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, 22 აგვისტოს ბელგიის
ჩემპიონატის მესამე ტურში სტუმრად "ანტვერპენს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 55 /
ჩაკვეტაძის და ქვილითაიას გარეშე გენტის ყველა წაგება მისწორდება
ბაჩი
16 აგვისტო 2020 00:33
1
მეც მაგრა მისწორდება ! ნეტავი ყველა თამაში წააგონ !
ზურა222
16 აგვისტო 2020 01:44
1
ვაშა! გენტმა წააგო!
თენგიზი
15 აგვისტო 2020 23:05
1
ძალიან კარგია,რაც მეტს წაგებს გენტი მით მალე გაგდებენ ამ სი... მწვრთნელს
გოგა
15 აგვისტო 2020 23:39
2
ეს ის შემთხვევაა, ქართველების გუნდის წაგება რომ გიხარია!!! :))
გელა
15 აგვისტო 2020 23:42
3
ამ ყველაფერს რო ვიყურებ ახლა სამწუხაროდ ვნატრობ რომ ჩაკვეტაძეც იყოს რუბიზის ყაზანში იქ რო ვუყურობ კვარაცხელიას იქ როგორ ვითარდება და აქ ჩაკვეტაძეს რასაც უკეთებენ გული მტკივა
გიო
15 აგვისტო 2020 23:47
2
რა იყო, ქართველს ხომ არ უხმარია სადმე ტორუპის ცოლი?!
???
16 აგვისტო 2020 00:33
5
ეჭვი არ შეგეპაროს
goga
16 აგვისტო 2020 01:09
2
პირიქით, ტორუპი გაიხარებდა და ულაპარაკოდ მოედანზე გაუშვებდა.
სიმართლე!
16 აგვისტო 2020 09:37
1
აუუ რა მაგრა გამიხარდა რომ წააგეს ! უძაანმაგრესია ნეტავი ყველა თამაში წააგონ და იქნება მოხსნან ის იდიოტი თორუპი !
ზურა222
16 აგვისტო 2020 01:47
1
დაიწერა რო ჩაკვეტაძე სათამაშოდ მზადაოო და ველოდებით ყველაა და განაცხადშიც არ შეიყვანა ტორუპმა და ოჯიჯა ოფოი დაყენა მის პოზიციაზეე ჯერ მარტო აქ ჩანს ამ კაცის მწვთნელობის დონეე და ეს ორივე თამაში იყო ბელგის აუთსაიდერ გუნდებთან და ორივე წააგო ათამაშა ყველა ამ ორ თამაშზე ჩაკვეტაძის და ქვილითაიას გარდა და ჩემი აზრით თუ მესამე თამაშზეც არ დააყენებს ესეიგი ამ კაცს რაღაც პირადული აქვს ამ ბიჭების მიმართ და აგენტებმა უკვე უნდა იმუშაონ რომ ამ ბიჭებს ნორმალური კლუბები უპოვონ დროულად.
გიორგი
15 აგვისტო 2020 23:28
2
ვინც ეგენი გემტში გაუშვა ისაა მოსაკლავი @@
ზურა222
16 აგვისტო 2020 01:26
2
ეს თამაში არ მინახია,მაგრამ რაც წინა ტურში ვნახე,ეგენი მოგებას არავისთან იმსახურებენ.ტრაგედიაა,რომ მანდაც ვერ ხვდებიან შემადგენლობაში.
სოსო
15 აგვისტო 2020 23:46
2
გენტის ფეისბუქ გვერდზე გადავხედე გულშემატკივრების კომენტარებს, ბევრი აკრიტიკებს მწვრთნელს, ბევრიც გუნდის სატრანსფერო პოლიტიკას, მაგრამ 316 კიმენტარიდან ერთ გულშემატკივარსაც არ გამოუთქვამს პრეტენზია ჩაკვეტაძის და ქვილითაიას არ თამაშის გამო.

მეც ძალიან მეშლება ნერვები რომ არ ათამაშებენ, მაგრამ უკვე ჩემ თავშიც ეჭვი მეპარება ძაან გადამეტებულად ხოარ ვაფასებთ თუნდაც ჩაკვეტაძის შესაძლებლობლებს იმიტომ რომ ქართველია და იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რო ისეთი იყოს როგორიც გვგონია
გიგა
16 აგვისტო 2020 00:09
15
ჩემ დაწერილს რა აზრი აქვს? მე ხომ სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს როგორც ჩაკვეტაძის გულშემატკივარს და მე მაინტერესებს გენტის გულშემატკივრის ობიექტური აზრი ჩაკვეტაძის არ თამაშზე. რასაც ვხედავ და რაც ფაქტია, სულ არ ადარდებთ ჩაკვეტაძის არ ყოფნა შემადგენლობაში
გიგა
16 აგვისტო 2020 01:54
0
გადამეტებული ნაღდად არ იყო ! სანამ იმ ნაგავ გენტში გადავიდოდა უმაგრესი პერსპექტივები ქონდა და ზუსტად გენტმა დაღუპა და ეხლაც ღუპავს საბოლოოდ და თუ ასე გაგრძელდა და დროზე არ წამოიყვანეს იქედან მალე ვნახავთ მაგასაც და ქვილითაიასაც სადღაც ტობოლში ან ურალანში @
ზურა222
16 აგვისტო 2020 01:56
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული