ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"რუბინმა" ზურიკო დავითაშვილი იჯარით გაუშვა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ვოლგოგრადის "როტორში" ითამაშებს.

როგორც ყაზანელები წერენ, კლუბს ახალგაზრდა ქართველის უკან დაბრუნება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეძლება.

"როტორში" კი ზურიკოს ქართული დიასპორა დახვდება - ჯანო ანანიძე, ბექა მიქელთაძე, ნიკა ყიფიანი.

19 წლის დავითაშვილი "რუბინის" ფეხბურთელი გასულ წელს გახდა. რუსეთის პრემიერლიგის დასრულებულ სეზონში ქართველმა შემტევმა 26 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, მიმდინარე გათამაშებაში კი მოედანზე 76 წუთი დაჰყო.

ასევე დაგაინტერესებთ