ზურიკოს საგოლე პასი - "სენტ-ეტიენის" და პსჟ-ს პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 27-ე ტურში „სენტ-ეტიენისა“ და პსჟ-ს პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

ორივე ქართველი, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგებლობაში იყო. მატჩი მასპინძლებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, მათ შეტევებს მარცხენა ფლანგიდან დავითაშვილი კარგად წარმართავდა, რომლის გადაცემულ ბურთს სტასენმა თავით საფონოვის კარში მიუჩინა ადგილი. აქედან მოყოლებული უპირატესობას სტუმრები დაეუფლენ, კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მცველებმა ორჯერ დაბლოკეს, რამუშმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო გატანა. შემდეგ რამუში საჯარიმოში ტარდიემ წააქცია და პენალტით ანგარიში დაზარალებულმა გაათანაბრა. ბოლოს პირისპირ გასულ სტასენს საფონოვმა არ გაატანინა და პირველი ტაიმი დასრულდა.

სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“

სენტ-ეტიენი - პსჟ
გოლები: 1:0 სტასენი (9), 1:1 რამუში (43, პენ)

altკვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონობა, შესაძლოა, დღესვე გაიფორმოს - იტალიური ტრიუმფის შემდეგ...

მკითხველის კომენტარები / 1 /
დავითამაც ჩაუშლიგინა ჰაჰაჰა
Miqautadze
22:55 29-03-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული