ხვიჩას გოლი, ზურიკოს საგოლე გადაცემა - პსჟ-მა "სენტ-ეტიენი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 27-ე ტურში პსჟ-მა გასვლაზე „სენტ-ეტიენი“ 6:1 დაამარცხა.

ორივე ქართველი, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგებლობაში იყო. მატჩი მასპინძლებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, მათ შეტევებს მარცხენა ფლანგიდან დავითაშვილი კარგად წარმართავდა, რომლის გადაცემულ ბურთს სტასენმა თავით საფონოვის კარში მიუჩინა ადგილი. აქედან მოყოლებული უპირატესობას სტუმრები დაეუფლენ, კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მცველებმა ორჯერ დაბლოკეს, რამუშმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო გატანა. შემდეგ რამუში საჯარიმოში ტარდიემ წააქცია და პენალტით ანგარიში დაზარალებულმა გაათანაბრა. ბოლოს პირისპირ გასულ სტასენს საფონოვმა არ გაატანინა და პირველი ტაიმი დასრულდა.

შესვენების შემდეგ
„პარი სენ ჟერმენი“ უკვე სრულად დომინირებდა - ხვიჩამ ლამაზი ფინტით ნადე ჩამოიცილა და ლარსონეს გაუტანა. მერე მეტოქის კარი დუემ დალაშქრა. ცოტა ხანში „კვარამ“ შორიდან ვერ მოახერხა გატანა, მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და თამაში გააგრძელა. მერე ნევესმა ანგარიში გაზარდა, ზურიკოც შეცვალეს და „კვარაც“, დუემ დუბლი შეასრულა, 17 წლის მბიემაც გამოიჩინა თავი და პარიზელებმა მოწინააღმდეგე გაანადგურეს.


პსჟ 71 ქულით ლიდერია, შეიძლება დღესვე გახდეს ჩემპიონი და მომდევნო მატჩს 1-ელ აპრილს ჩაატარებს - საფრანგეთის თასის ნახევარფინალში ლილში „დიუნკერკს“ დაუპირისპირდება.

„სენტ-ეტიენს“ 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 20 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 6 აპრილს „ლილს“ ესტუმრება. გასათვალისწინებელია, რომ დავითაშვილის გუნდს "მონპელიესთან" ჩაშლილი მატჩის გამო, ალბათ, 3 ქულა დაემატება და ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“

სენტ-ეტიენი - პსჟ 1:6
გოლები: 1:0 სტასენი (9), 1:1 რამუში (43, პენ), 1:2 კვარაცხელია (50), 1:3 დუე (53), 1:4 ნევეში (32), 1:5 დუე (66), 1:6 მბაიე (90)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ორივემ შეასრულა საგოლე მოქმედება და ეს კარგია,მაგრამ სენტ ეტიენი პირველი გოლის შემდეგ მთლიანად იშლება და დაცვის გამოსასწორებლად მგონი თითსაც არ ატოკებენ.ჩემპიონატში უკვე 15 პენალტი აიკიდეს და აქედან უმეტესობა,თითქოს ძალად აკიდებულს ჰგავს.თითქმის არაფერი საფრთხე არ ემუქრება მათ კარს და მცველები უაზრო დარღვევებს აკეთებენ.პრინციპში, წუხანდელი პენალტიც თითქმის ამ კატეგორიაში შედის და მეორე ტაიმში, საერთოდ საერთოდ შეწყვიტეს თამაში.გუნდს ლიდერი არ ჰყავს,რომელიც გუნდს დამუხტავს და ამიტომ,ცხვრის ფარად გადაიქცევიან ხოლმე,პირველივე ფეხის დაცდენაზე.გუნდში რა ვითარებაა მე საიდან მეცოდინება,მაგრამ ამ დემორალიზებულ და დეკვალიფიცირებულ დაცვას რომ ვუყურებ,შესაძლოა მათ ნაცვლად,ახალგაზრდა ბიჭების დაწინაურება სჯობდეს.ათეული წლების წინ,როგორც წამიკითხავს,თბილისის ბურევესტნიკის ხელბურთელთა გუნდის წარუმატებელი თამაშების შემდეგ,ერთერთ,პირველი ტაიმის შემდეგ,თითქოს უკვე წაგებული თამაშის მეორე ტაიმში,გამწარებულმა მწვრთნელმა მთლიანად დუბლშემადგენლობის ახალგაზრდობა შეიყვანა მოედანზე და ის თამაში მოიგეს,მერე კი,ჩემპიონატიც ღირსეულად ჩაამთავრეს და ისინი გახდნენ ძირითადის მოთამაშეები.ცხადია,რომ მაგ დაცვის ხელში,გუნდი გასავარდნადაა განწირული და რას ჰკარგავენ?იქნებ ამან გაამართლოს.შემადგენლობიდან ამოვარდნის რეალურ საფრთხეს რომ დაინახავენ,ვინც ახლა თამაშობენ,მაგათაც შეიძლება ხელი გაატოკონ და საბოლოო ჯამში,გუნდი ლიგაში დარჩეს.
სოსო
14:54 30-03-2025
0
გოლი დიდებული იყო, მინიმუმ კიდევ ერთის გატანა მართებდა.
ჟორა გაბრიჭიძე
10:12 30-03-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული