გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონს შესთავაზეს

AutoSharing Option
walfoot.be-ს რედაქტორმა იოახიმ დიურანმა ბელგიის ჩემპიონ "ბრიუგეს" შეტევის გასაძლიერებლად 5 ფეხბურთელი და მათ შორის "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შესთავაზა. დიურანის აზრით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ფლამანდრიულ კლუბს რომელიმე ფეხბურთელის დამატება შეუძლია.

გიორგი ჩაკვეტაძე (20 წლის, გენტი)
"თბილისის "დინამოდან" სამი წლის წინ გადმოვიდა, მაგრამ ბევრ მატჩში ვერ მიიღო მონაწილეობა. გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 325 წუთი ითამაშა. თბილისში დაბადებულმა ფეხბურთელმა 2018/19 წლების სეზონში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური შემტევი ნახევარმცველია, მისი უნარების გათვალისწინებით, მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე გადაყვანა შეიძლება საინტერესო იყოს.

თუმცა, ჯერ უცნობია ამყარებს თუ არა მასზე იმედებს "გენტის" ახალი მწვრთნელი ლასლო ბოლონი".

ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო ბელგიის ჩემპიონატის სამივე სასტარტო მატჩი გამოტოვა, რომლებიც მისმა გუნდმა წააგო და აუტსაიდერია.

გამოცემამ "ბრიუგეს" აგრეთვე ტეემუ პუკის (ნორვიჩი), ჰარის სეფეროვიჩის (ბენფიკა), სეკუ კოიტას (ზალცბურგი) და როჯერ ასალეს (იანგ ბოიზი) კანდიდატურები შესთავაზა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
შეკითხვები ლეგიტიმურია თუმცა ყველას ყველაფერი ესმის და რატომ ისმება ეს შეკუთხვები ეს უფრო მაკვირვებს. რადგან არის ხალხი ვისავ უჩნდება შეკითხვები, აი პასუხიც გიორგი არ თამაშობს იმიტომ რომ გადატანილი ტრავმის და დაგვიანებული ოპერაციის შემდეგ ვერც ფიზიკური კონფიციების და მითუმეტეს ვერც სათამაშო პრაქტიკის თვალსაზრისით ვერ აკმაყოფილებს გენტის ვერც ხირითადი მოთამაშის და ვერც შემცვლელის დონეს!

რაც შეეხება მეორე შეკითხვას, თუ როდის შეძლებს გიორგი თამაშს. პასუხი აქაც ყველასთვის ცნობილია. მაშინ როდესაც/თუ მოახერხებს ფორმის აღდგენას და გენტის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებისათვის რეალური კონკურენციის გაწევას. შეიძლება საქართველოში გულშემატკივარი სუბიექტურია და გიორგის შესაძლებლობების შესახებ მისი 1.5-2 წლის წინანდელი “პერფორმანსით” მსჯელობს თუმცა გენტის მწვრთელები და ადგილობრივი მედიაც კი ობიექტურაფ მის დღევანდელ შესაძლებლობებს ხედავს და ძველი ჩანსწერები არ აინტერესებთ...

შეკითხვა მესამე. როდის და რა გარემოებებში ვიხილავთ ძველ გიორგის? აქ სხვადასხვა მოსაზრება შეიძლება არსებობდეს თუმცა ალბათ ლოგიკური იქნება თუ ვიტყვით რორ გიორგის შველა იმ კლუბში გადასვლა იქნება სადაც ის დღესვე ანუ დღევანდელი (დასუსტებული) მდგომარეობითაც შეძლებს ძირითადში მოხვედრას. ასეთი კლუბი შესაძლოა ბელგიაშიც მოინახოს მაგრამ თუ მსურველი არ გამოჩნდა სადმე აუცილებლად უნდა წავიდეს ვინაიდან ნათელია რომ ამ მძიმე მდგომარეობიდან თავის დასაღწევად მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს და ეს თამაშია!

თემის დასახურავად გენტის კიდევ ერთ ქართველ ქვილითაიასაც შევეხოთ. ვისთვისაც ეს თავიდანვე არ იყო ნათელი მოდით ვთქვათ რომ ქვილითაიას გენტში ჩარიცხვის მოტივატორი ჩაკვეტაძე იყო. არ არის ჩაკვეტაძე - არ არის ქვილითაიაც. თუ ვინმემ არ იცის მსგავსი პრაქტიკის შესახებ, ესეც განვმარტოთ. როდესაც კლუბი ხელში “გოლდენ ბოი-ს” იგდებს ის აუცილებლად ზრუნავს მის ფსიქოლოგიურ მფგომარეობაზე რაც გადსმწყვეტია ტალანტის გახსნითვის. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში როდესაც “ოქროს ბიჭი” თინეიჯერია და ენობრივი/კულტურული პრობლემები აქვს და მისთვის როგორც წესი მოჰყავთ ცოტა უფროსი თანამემამულე, რომლის გვერდითაც ის თავს “როგორც სახლში” გრძნობს. როდესაც ოქროს ბიჭს პოტენციურად 20-30 მილიონის მოტანა შეუძლია შემდგომი ტრანსფერით, 1 მილიონიანი კაპიტალდაბანდება მის “მეგობარში” რომელიც ტალანტს გახსნაში დაეხმარება ყოველთვის მიზანშეწონილის.

აი მოკლედ ეს სჭირთ ჩვენებს გენტში.




ზაზა
23 აგვისტო 2020 23:21
2
სპორტალს მივმართავ. არ გინდათ ზაზას თხოვოთ ანალიტიკა დაგიწეროთ ხოლმე? ერთი წელია ამ კითხვას სვსამ და ძლივს პასუხები მივიღე
Kai iyo
24 აგვისტო 2020 13:26
2
მადლობა ასეთი კვალიფიციური პასუხისთვის
შოკირებული გულშემატკივარი
24 აგვისტო 2020 11:56
2
ყველა გამოხმაურება
პირველ რიგში გთხოვთ ის გარკვიეთ რა არის ჩაკვეტაძის უთამაშებლობის მიზეზი ?? ტრავმა აქვს თუ არ არის ჯერ საჭირო სათამაშო კონდიციებში რუს გამო ვერ ხვდება განაცხადში ?? და როდის შეიძლება, რომ ვნახოთ მოედანზე ყვრლაზე მეტად გულშემატკივარს ეს გვანტერესებს ახლა
გიო
23 აგვისტო 2020 20:07
1
მიგაზე როტორში, სუ ჩვენები არიან იგრიალებ ჩაკვე))
jiji
24 აგვისტო 2020 00:29
10
ძალიან ვნერვიულობ და არ შემეპასუხოთ რასაც გკითხავთ ყველა გულშემატკივარს ეს ბიჭი საქართველოში რო დარჩენილიყო ამ დონეზე ვერ იქნებოდა? არ დაიწყოთ ეხლა ბელგიამ რამე კარგი მოუტანაო თორემ გადავირევი იქ წასვლამ უბედურების მეტი არაფერი მოგვიტანა.
zurabi
23 აგვისტო 2020 21:33
1
რა ტრავმა ასეათი ამდენი ხანი რომ ვერ მორჩაა მე თავის დროზე გამიხარდა რომ გადაიდო სანაკრებო თამაშები ვიფიქრე რომ ჩაკვე მოასწრებდა გამოჯამრთელებას ფორმაში შესვლას და აღდგენას და ახლა როცა ასე ცოტა დრო დარჩა სანაკრებო თამაშებამდე ისიც კი არ ვიცით რა მდგომარეობაში და რა არის მისი უთამაშებლობის მიზეზი და საერთოდ თუ ვნახავთ კი მოედანზე უახლოეს მომავალში ესეც გაურკვეველია
ზაზა
23 აგვისტო 2020 20:10
2
ეგ ისეთი ტრავმაა,შესაძლოა ვერც ვერასოდეს აღიდგინოს ძველი ფორმა.იმედია ასე არ იქნება.
სოსო
24 აგვისტო 2020 18:38
0
"... და როდესაც დადგა 1001-ე ღამე, შეჰერეზადამ თქვა: მსმენია მეფო .." და შემდეგ, როგორც ზღაპარშია
დათო
23 აგვისტო 2020 20:01
3
არავის აინტერესებს რა ჭირს ჩაკვეტაძეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ან ნაკრების მწვრთელს?
დუდა
23 აგვისტო 2020 21:21
3
ალბატ აქ წესირეად განუვითარებლობამ ბელგიის ფიზიკურ დატვითვებს ვერ გაუძლო და დავრჩით მგონი მარადილ მეცნებებად როგორც აქამდე იყო. არ შეიძლებოდა ეს ბიჭი შეგვენარჩუნებინა საქარტველოში და რო მოზლიერდებოდა მერე გაგვეშვა გახსოვთ ალბათ იტალიას რო მოუგო რუსთავში ახალგაზრდებმა იმ წაგებული იტალიის ახალგაზრდები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ სემდეგში ჩვენი მმოგებულება კი 20 წელი რო შეუსრულდათ ვერარ გაქაჩეს მეტი.
vova
23 აგვისტო 2020 21:41
0
ტრამვაა ტრამვა ეს ოხერი და ისე აქ ყველას წყალი პირში ჩაგუბებული ეტყობა იმედიც არაა მომჯობინების.ეჰ
hhh
23 აგვისტო 2020 21:08
2
ჩაკვეტაძე ხომ არ არის რიგითი ფეხბურთელი, ის მთელი საქართველოს იმედია, ამიტომ არ შეიძლება მისგან ან ინტერვიუ აიღოს ვინმემ, ან უფრო ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდოს მისი ჯანმრთელობის შესახებ. ტრავმას სერიოზული მიდგომა სჭირდება, ყენიას მწარე მაგალითი ყველას გვახსოვს. არც სიჩქარე ვარგა ასეთ დროს, მაგრამ გაუგებარ სიტუაციაში ვართ ყველა. ისე რა გუნდი შეიძლება გვეყოლოს აა? იქით ჩაკვე, აქეთ კვარა, კიტეიშვილი, გვილია, ყაზაიშვილი, კვეკვესკირი, კანკავა.... ფანტასტიკააა
კაი რა
23 აგვისტო 2020 21:05
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული