თბილისის "დინამოს" მცველი კარიერას ავსტრიის ბრინჯაოსპრიზიორში განაგრძობს

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

როგორც რამდენიმე ავსტრიული სპორტული გამოცემა წერს, თბილისის "დინამოს" 22 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას "ვოლფსბერგერში" განაგრძობს.

ქართველმა ფეხბურთელმა "დინამო" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ დატოვა და უკვე ავსტრიაში იმყოფება.

ლოჩოშვილს "ვოლფსბერგერში" კიდევ ერთი ქართველი - გურამ გიორბელიძე დახვდება. აღსანიშნავია, რომ "ვოლფსბერგერმა" ავსტრიის ბუნდელისგაში მე-3 ადგილის დაკავებით ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდა.

შესაბამისად, ორივე ქართველი ფეხბურთელი ევროპის პრესტიჟით მეორე საკლუბო ტურნირზე ითამაშებს.


მკითხველის კომენტარები / 31 /
კარგია რაც უფრო მეტი მოშორდება ამ წუმპეს გადასარევია.თვითონ ჩემპიონატი ხომ საშინელებაა და დინამო თბილისი ხომ საერთოდ!!!!!!წადი წადი და წადი წარმატებები გულით
აბგდ
24 აგვისტო 2020 17:22
3
და თვითონ არ არიან შემადგენლები მაგ ,,წუმპის'' ? რა მოშორებაზეა საუბარი, მიდიან ჯგუფი უსახურების, მერე ზოგჯერაც უკან ბრუნდებიან, ასევე მოდიან ახალი უსახურები... ბოდიში მაგრამ არც ეს ლოჩოშვილი ჩანს არაფრით გამორჩეული
Levani
24 აგვისტო 2020 20:44
0
მასე რომ ფიქრობენ ფეხბურთელებით დაწყებული ხელმძღვანელობით დამთავრებული, იმიტომ გვაქვს საქმე კარგად...
zaali
24 აგვისტო 2020 20:26
2
რამ გაგაბოროტათ ხალხნო იმის მაგივრად, რომ წარმატება და იმ სუსტი წერტილების გამოსწორება უსურვოთ რაზეც პრობლემები აქვს ღადაობით. ღადაობით ვერც ეს ბიჭი წავა წინ და ვერც ქართული ფეხბურფთი. ბევრ თავდაუზოგავ შრომას გისურვებ წარმატების მისახწევად იმიტომ რომ მაგის გარეშე არაფერი არ გამოვა.
beqa
24 აგვისტო 2020 17:08
3
ისე სხვათაშორის რომ იცოდეთ ავსტრიაში ფსბ-ს ქვს რამის ფილიალი.ყველაზე გავლენიანი ფსბეშნიკები იქ არიან ასე,რომ რუსები „გააფუჭენ“-ს იზამენ.ოღონდ რატო შტურმში ვერ„გააფუჭენ“ კიტეიშვილი?
ლეშიჭამიებო თქვენი შუბა დავხიე
24 აგვისტო 2020 21:48
1
სამწუხაროდ არიან ფეხბურთელები, რომლებიც ბოლომდე "ნიჭიერ და პერსპექტიულად" რჩებიან. რაც მაგ ბიჭს მხარდაჭერა ქონდა, გინდა "დინამო" გინდა სხვა, ნაკრები, მარა რა? ვერ ნუ! შ... ით ეხლა
სერგო
03 სექტემბერი 2020 14:54
1
წარმატებები ლუკა
Gio
24 აგვისტო 2020 17:15
1

სიახლეები პოპულარული