თბილისის "დინამოს" ჩისკო მუნიოსი ჩაიბარებს

AutoSharing Option
lelo.ge-ს ცნობით, გორის "დილას" მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ თბილისის "დინამოს" სათავეში ჩადგომაზე უარი განაცხადა და კახა ჩხეტიანის გადადგომის შემდეგ ვაკანტურ პოსტზე ესპანელი ჩისკო მუნიოსი დაინიშნება.

თბილისის "დინამო" 39 წლის ჩისკოს მწვრთნელად დანიშვნას მალე ოფიციალურად გამოაცხადებს.

ჩისკოს ხელმძღვანელობით "დინამო" 2019 წელს ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი მოულოდნელად სამუშაოდან დაითხოვეს.

ის "დინამოში" 2011-2014 წლებში თამაშობდა და 98 მატჩში 62 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 61 /
რა საჭირო იყო ჩხეტიანი, როცა გყავს ჩისკო თავისივე აწყობილ დალაგებულ გუნდში?! დინამოს პოლიტიკა არ გადის გუნდის შენებაზე და რაიმე საგარეო წარმატების მიღწევაზე! #მიგაფსიფსიფსიფიფია
ბასკი
14:44 27-08-2020
0
ტიპს თავისივე აწყობილი გუნდი მთელი ტაქტიკიანად დაატოვებინეს და ახლა დააბრუნეს...დინამოში არასწორ გადაწყვეტილებებზე აგებს პასუხს ვინმე საერთოდ?როდემდე უნდა გაგრძელდეს განუკითხაობა ქართულ ფეხბურთში?უკვე სამარცხვინო წაგებებზე არც მე და არც ხალხს რეაქცია არ აქვს და აღარც ნერვები ეშლება, ეს ერთადერთი დადებითი მომენტია ქართულ ფეხბურთში
levan
13:16 26-08-2020
0

სიახლეები პოპულარული