ვატო არველაძე: ვეცდები შოთაზე უფრო მაგარი გავხდე

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგაში ახლადდაწინაურებულმა "კარაგიუმრუკმა" კონტრაქტი ქართველ ფორვარდ ვატო არველაძესთან გააფორმა, ხოლო ადგილობრივმა გამოცემა "AA-," ინტერვიუ ფეხბურთელთან ჩაწერა.

"კლუბი და გუნდში არსებული გარემო ძალიან სასიამოვნოა. კოლექტივი ერთ ოჯახად არის შეკრული, ყველას ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს და ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ ახალ სეზონს.

ის, რომ ბიძაჩემი (შოთა) ლეგენდაა, მე დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს და ჩემდამი მოლოდინებს ზრდის. შოთა ჩემი კერპია, თუმცა ვეცდები მასზე უფრო მაგარი გავხდე.

სტამბული ძალიან დიდი და ლამაზი ქალაქია. ძალიან მომწონს აქ ყოფნა და ცხოვრება. "კარაგიუმრუკი" კი ხალხთან დაახლოებული
გუნდია. უამრავი, გულმხურვალე გულშემატკივარი ჰყავს. მათთვის თამაში დიდი სიამოვნება იქნება.

ბიძებმა ტრაბზონში ლეგენდების სახელი დატოვეს. ძალიან გაუხარდათ, რომ აქ ჩამოვედი სათამაშოდ. სასიამოვნოა მათ ნაკვალევზე ყოფნა და მათი სახელის გაგრძელება. დარწმუნებული ვარ, ჩემით იამაყებენ. ბიძაჩემი 9 ნომრის პორიზიაზე თამაშობდა, მე ცოტა განსხვავებულად ვთამაშობ. თუმცა, შოთა მუდმივად მაძლევს რჩევებს, ყველა თამაშისა და ვარჯიშის შემდეგ ვსაუბრობთ, ფეხბურთსა და ჩემ გამოსვლას განვიხილავთ. მას ჩემ განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს.

გუნდის მიზანი არა მხოლოდ სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნება, არამედ ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებაა. ჩვენ ფანების გულები უნდა გავახაროთ. ვეცდებით მათთვის ყველა თამაში მოვიგოთ.

სუპერლიგაში ბევრი კარგი გუნდია, ბევრი ძლიერი ფეხბურთელიც. გარედან ჩემპიონატი მიმზიდველად გამოიყურება, ის ხომ მსოფლიოში ერთერთი უძლიერესი ლიგაა. ეს კი უდიდეს მოტივაციას მმატებს.

ცხადია, ყველა ფეხბურთელის მსგავსად მეც მინდა ბუნდესლიგაში, ლა ლიგასა და პრემიერლიგაში თამაში. თუმცა ახლა ჩემი მთავარი მიზანი მაღალ დონეზე თამაში და გუნდისთვის გოლების გატანაა."

ვატო არველაძის გუნდი სუპერლიგის 2020/21 წლების სეზონის პირველ მატჩს 13 სექტემბერს საშინაო არენაზე "იენი მალათიასპორის" წინააღმდეგ გამართავს.



მკითხველის კომენტარები / 20 /
ამდენი პატრონით საქართველოში ვერ ითამაშე და ტოპ ლიგებზე ამბიციები სიდან?
ვაკო
30 აგვისტო 2020 11:42
3
ადამიანს საკუთარი თავის რეალური შეფასება რომ არ გაქვს უკვე პრობლემაა. შენ ასაკში შოთა და აჩი ანგრევდნენ უკვე. შენი ბრალი არ არის რომ მათსავით ნიჭიერი არ ხარ, როგორც წესი ნიჭი მომდევნო თაობაზე “იძინებს”. თითქმის არცერთ დიდ ფეხბურთელს მასსავით ნიჭიერი შვილი არ ვამოსვლია. უბრალოდ ეს ტრაბახი რაღაა. 21 წლის კაცი ხარ და სადაც იყავი ჯერ არსად “დაგინგრევია” ხომ უნდა მიხვდე რომ არ გაქვს დიდი ფეხბურთელის მონაცემები
რას ეცდები?
30 აგვისტო 2020 11:37
5
ეჰ ნეტა მე ვცდებოდე და შენ გამოდგე მართალი არ დავეძებ ჩემს თავს მარა ტყუპებს კი არა ბიძიკო მამაშანთანაც როო მოხვიდე ახლოს ნაკრებშიც დაგიძახებენ აბა ეხლა ჯერი სნზეა ფაქტიურად შენ კი არ გიყიდეს გუნდი გიყიდა არჩილმა ა ბურთი და ა მოედანი მაქ თუ ვერ ივარგე კარირა დაასრულო ჯობია არველაზეებს სირცხვილი არ შეეფერება.
sergo
30 აგვისტო 2020 14:31
0
არადა ბიძის ''რეკომენდაცია'' და ზოგადად ნეპოტიზმი, რომ არა ამ შემთხვევაში ეს ფეხბურთელი ვერცერთი თურქეთის სუპერ ლიგის გუნდის 18 კაციან განაცხადშიც ვერ მოხვდებოდა.
Michael
30 აგვისტო 2020 13:36
6
შოთა ძალიან დიდი ფორვარდი იყო, უმაღლესი კლასის. ამას ახლა უფრო ვგრძნობთ და ვხვდებით. ღმერთმა ხელი მოგიმართოს, თუ იშრომებ ყველაფერი გამოგივა მაგრამ... შოთასნაირობა ძალიან ძნელი იქნება.
ანესთეზეოლოგი
30 აგვისტო 2020 14:39
1
შოთის ნახევარიც არ ხარ და ვეღარც იქნები უკვე. შენი წლოვანების შოთი უკვე რისხვა იყო.
G.LA
30 აგვისტო 2020 12:17
5
დაასრულებინებენ კონტრაქტს და გამოუშვებენ ლამაზად თვითონაც ხვდება რომ ბიძის მიყვანილია და სხვა არაფერი მიღწევის გამო მანდ არ მოხვედრილა, ერთადერთი ამის მიღწევა მისი გვარია ცხოვრებაში და მერე შეიძლება შოთასთან წავიდეს უზბეკეთში )))))
წითელი აბი
30 აგვისტო 2020 13:37
7
წარმატებები,მაგრამ პოლონეთში შეგეტყობოდა შოთას ნახევარიც,რო იყო.
გოგა
30 აგვისტო 2020 13:30
1
წარმატებები, მარა რაღაც ეჭვი მეპარება...
გუგა
30 აგვისტო 2020 13:05
2
რანაირად?
ლადო
30 აგვისტო 2020 11:40
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული