კიტეიშვილმა ავსტრიაში ითამაშა - კორონავირუსი დამარცხებულია?!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიაში, გრაცის "შტურმსა" და "კაფპენბერგერს" შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ოთარი გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ნახევრის შემდეგ შეცვალეს. ქართველის გუნდმე მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანა.

შეგახსენებთ, კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეროვნულ გუნდს ვერ შეუერთდებოდა. ამის მიზეზად ტრავმა დასახელდა. თუმცა, ცხადია, ტრავმირებული ფეხბურთელი ნაკრების შეხვედრის პარალელურად ვერ ითამაშებს.

აღსანიშნავია ერთი ფაქტი: გრაცის "შტურმს" არ დაუდასტურებია, რომ ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი ჰქონდა. კლუბში 2 კვირის წინ აღნიშნეს, რომ ერთერთი
ფეხბურთელი ინფიცირებული იყო, თუმცა მისი ვინაობა არ გაამხილეს. თუმცა, ავსტრიულმა გამოცემებმა დაწერეს, რომ ეს მოთამაშე კიტეიშვილი იყო.

თუ სწორედ ოთარი იყო ინფიცირებული, ეს ნიშნავს, რომ ქართველმა ვირუსი უკვე დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
მოკლედ რამოდენიმე კაცის გარდა ბევრს ალაზანში კიდია ნაკრების ფაქტორი და მას მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის სასარგებლოდ განიხილავს.
ანესთეზეოლოგი
06 სექტემბერი 2020 18:42
3
სპორტალლ ჯის მოგმართავთ, ხშირად ვადევნებ თქვენს სტატიებს თვალს და უმეტეს შემთხვევაში ცდილობთ სწორად შეაფასოთ სიტუაცია, ეს სტატიაც შუადღით დადევით და იქნებ დაუსვათ ფედერაციას კითხვები რატომ არ იყო და იქნება თუ არა მაკედონიასთან და მოგვაწოდოთ ინფორმაცია
გულშემატკივარი
06 სექტემბერი 2020 22:10
0
კიტეიშვილმა და მხითარიანმა ხო არ ისაჩკავეს?ორივემ ითამაშეს გუშინ რომასა და შტურმის სპარინგებში
ბაჩი
06 სექტემბერი 2020 22:36
6

სიახლეები პოპულარული