უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. სტუმრები კონტრშეტევებით პასუხობდნენ. მიქაუტაძემ მცველი ბატიუბინსიკა ჩამოიცილა, მაგრამ მახვილი კუთხიდან მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. შემდეგ „სენტ-ეტიენი“ დაწინაურდა, როდესაც სისოკო სანეს გასცდა და ოკიჯას კარი დალაშქრა. 31-ე წუთზე გიორგის ბატიუბინსიკა ეუხეშა და საბედნიეროდ, ქართველი ტრავმას გადაურჩა. ტაიმის ბოლოს კი ტრაორემ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავით ლარსონერის კარში მიუჩინა ადგილი და ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმში თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. ამ მშვიდ ვითარებაში ოკიჯამ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, კარდონამ გაუტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
საპასუხო შეხვედრა 2 ივნისს გაიმართება.
სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“
სენტ-ეტიენი - მეცი 2:1
გოლები: 1:0 სისოკო (19), 1:1 ტრაორე (45), 2:1 კარდონა (80)