როგორც თურქული გამოცემა oltumedya.com-ი წერს, სუპერლიგაში ახლად დაბრუნებულმა "ერზრუმისპორმა" საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძის ტრანსფერი შეათანხმა.
მოგეხსენებათ, მაკარიძის "ვიტორია სეტუბალი" პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ მესამე ლიგაში დააქვეითა, კლუბმა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა დამარცხდა და ფეხბურთელები ავტომატურად თავისუფალი აგენტები გახდნენ.
"ერზრუმისპორი" სწორედ სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდა, რადგან დღეების გამო 250 000 ევროს ტყუილად გადაყრა არ სურდა და რადგანაც უკვე ყველაფერი ნათელია, ტრანსფერს წინ არაფერი უდგას.
წყაროსთვის ცნობილი გახდა, რომ გიორგი ყოფილი კლუბისაგან საჭირო დოკუმენტების მიღებას ცდილობს და თურქულ გუნდში ტრანსფერი უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.