სლუცკი: ხვიჩას შერყევა აქვს - გაუტეხეს თუ არა ცხვირი, მოგვიანებით გავიგებთ

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში "რუბინმა" ხვიჩა კვარაცხელიას მოპოვებული პენალტით 1:0 დაამარცხა მოსკოვის "დინამო". ხვიჩას 15 წუთის განმავლობაში ორჯერ ჩაარტყეს ცხვირში და 43-ე წუთზე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ნამატჩევს ქართველი გარემარბის მდგომარეობაზე კომენტარი ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა:

- როგორაა ხვიჩა. არის თუ არა მონაცემები მისი მდგომარეობის შესახებ?
- შერყევა მიიღო, ცხვირი აქვს დაზიანებული. რა ხარისხის შერყევა აქვს და გაუტეხეს თუ არა ცხვირი, ჯერ ვერ გეტყვით. შერყევა ღრმა ნამდვილად არ არის, რადგან ფეხზე დგას. გატეხილი აქვს თუ არა ცხვირი, მხოლოდ რენტგენის სურათის
გადაღების შემდეგ გაირკვევა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ხომ ნახეთ რომელი ფლანგიდან გააცალიჩა ხვიჩამ? ჰოდა არ არის ეგ ერთი ფალგის ფეხბურთელი, ორივეზე შეუძლია და ძალიან კარგადაც შეუძლია. მონაცემებით უნივერსალია და ძლიანაც კარგი, რომ მეორე ფლანგზეც ათამაშებენ - უკეთ განვითარდება.

ლევანი
20:59 13-09-2020
0
გასაგები მიზეზების გამო ხვიჩას და რუბინს იმდენად დატვირთული კსლენდარი აქვთ რომ თუ გამოტოვა 1 ტური ეს პირიქით სასიკეთოდ იმოქმედებს მის სათამაში კონდიციებზე. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ხვიჩა საქართველოს მთავარი იმედია როგორც ბელარუსთან თამაშის და ევრო 2020-ზე მოხვედრის თვალსაზრისით ისე ზოგადად ჩვენი ფეხბურთის განვითარების კუთხით უახლოეს წლებში. ხვიჩას დამატებული ფორმააღდგენილი ჩაკვეტაძით და გარკვეულწილად ხვიჩას ჩრილშიმოქცეული ზურიკო დავითადვილით საქართველოს ნაკრები ნამდვილად არ იქნება სტატისტის როლში ევროპის ჩემპიონატზე და მეტიც, ამ ბიჭებს (და სხვებსაც) აქვთ არა უბრალოდ შანსი არამედ რეალური შესაძლებლობა დაიქუხონ მსოფლიოს მასშტაბით. თუ ეს ბიჭები ფორმაში იქნებიან ვერანაირი ბელარუსი/მაკედონია/კოსოვო ვერ შეგვიშლის ხელს ევროპირველიბაზე მოსახვედრად. და თუ ყვეკაფერი ასე მოხდა, ევრო 2020-ის შემდეგ ჯერ ეს სამეული მიხვდება ტოპ 5-ის საუკეთესო კლუბებში და მათ განაკვალებზე სხვებიც....

პ.ს. ქინქლაძე, ქეცბაია, არველაძეების და შემდგომ კალაძე, კობიაშვილი და სხვების თაობებზე ბევრი ამყარებდა იმედებს მაგრამ ამ ბიჭებს რომ შანსი აქვთ ასეთი ქართველებს არასოდეს გვქონია დამოუკუდებლობის მოპოვების შემდეგ! ხვიჩა კი საერთოდ ცალკე სალაპარაკო თემაა. ვეთანხმები ვოვა გუცაევს და სხვებს ვინც მიიჩნევს რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი საქართველოში ბოლო 60 წელია არ დაბადებულა.
ზაზა
22:35 13-09-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული