რუსეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში "რუბინმა" ხვიჩა კვარაცხელიას მოპოვებული პენალტით 1:0 დაამარცხა მოსკოვის "დინამო". ხვიჩას 15 წუთის განმავლობაში ორჯერ ჩაარტყეს ცხვირში და 43-ე წუთზე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ნამატჩევს ქართველი გარემარბის მდგომარეობაზე კომენტარი ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა:
- როგორაა ხვიჩა. არის თუ არა მონაცემები მისი მდგომარეობის შესახებ?
- შერყევა მიიღო, ცხვირი აქვს დაზიანებული. რა ხარისხის შერყევა აქვს და გაუტეხეს თუ არა ცხვირი, ჯერ ვერ გეტყვით. შერყევა ღრმა ნამდვილად არ არის, რადგან ფეხზე დგას. გატეხილი აქვს თუ არა ცხვირი, მხოლოდ რენტგენის სურათის
გადაღების შემდეგ გაირკვევა.