სლუცკი: ხვიჩას შერყევა აქვს - გაუტეხეს თუ არა ცხვირი, მოგვიანებით გავიგებთ

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში "რუბინმა" ხვიჩა კვარაცხელიას მოპოვებული პენალტით 1:0 დაამარცხა მოსკოვის "დინამო". ხვიჩას 15 წუთის განმავლობაში ორჯერ ჩაარტყეს ცხვირში და 43-ე წუთზე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ნამატჩევს ქართველი გარემარბის მდგომარეობაზე კომენტარი ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა:

- როგორაა ხვიჩა. არის თუ არა მონაცემები მისი მდგომარეობის შესახებ?
- შერყევა მიიღო, ცხვირი აქვს დაზიანებული. რა ხარისხის შერყევა აქვს და გაუტეხეს თუ არა ცხვირი, ჯერ ვერ გეტყვით. შერყევა ღრმა ნამდვილად არ არის, რადგან ფეხზე დგას. გატეხილი აქვს თუ არა ცხვირი, მხოლოდ რენტგენის სურათის
გადაღების შემდეგ გაირკვევა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
შერყევის დიაგნოზი სლუცკის დასმულია და არა სპეციალისტის, ასე, რომ თავი მაღლა, ნუ ჩამოუშვით ცხვირი, ხვიჩაც ითამაშებს და ბელორუსებსაც მოვუგებთ, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, პროგნოზი არ უნდა აკეთოს, რადგან სხვასაც არ გადადოს თავის პესიმიზმი.
ჟორა
12:18 14-09-2020
0
იმის გაფიქრებაც არ მინდა რომ ხვიჩამ შესაძლოა ბელარუსთან ეპოქალური მნიშვნელობის მატჩი გამოტოვოს.იმედია მანამდე ჩადგება მწყობრში.
ქობულეთიდან
11:22 14-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული