გიორგი ხარაიშვილმა ისევ ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
შვედეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში "გეტებორგმა" გასვლაზე "ფალკენბერგთან" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 3:0.

ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "გეტებორგის" ახალმა მწვრთნელმა რონალდ ნილსონმა შემტევი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი სასტარტოში დააყენა, მაგრამ 33-ე წუთზე იძულებული გახდა შეეცვალა.

gp.se-ს ცნობით, გიორგიმ კონტრშეტევისას კუნთის ტრავმა მიიღო და გაზონზე დაეცა. ის რამდენიმე წუთში დაბრუნდა მოედანზე, მაგრამ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

ჯერ უცნობია რამდენად სერიოზულია ხარაიშვილის ტრავმა. მან შვედეთის მიმდინარე პირველობის 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ხო მეორე ანანიძეა
გენა
08:49 14-09-2020
3
რაღაც ძალიან აუყვა ტრავმები,გიოს.სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
სოსო
08:36 14-09-2020
0

სიახლეები პოპულარული