გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს 10 დღეში დაუბრუნდება

AutoSharing Option
"გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის "რაპიდთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მიღებული ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას lelo.ge ავრცელებს:

"გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმამ ყველა შეგვაშფოთა, თუმცა ბოლო ინფორმაცია იმედიანია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბელარუსთან მატჩისთვის მზად იქნება.

როგორც მისმა მენეჯერმა ლაშა ჯაკობიამ გვითხრა, გიორგი მოედანს მალე დაუბრუნდება: "მას აქვს ჰემატომა (სისხლჩაქცევა) შლატერის ქვემოთ. ასეთი შედეგი მოგვცა სურათის გადაღებამ. ეს იმას ნიშნავს, რომ გიორგი მოედანს, სავარაუდოდ, 10 დღეში დაუბრუნდება".

მკითხველის კომენტარები / 20 /
ძალიან, ძალიან გამიხარდა, რომ გიორგი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა და მინდორს მალე დაუბრუნდება, რომ თავისი თამაშით ყველა ჩვენთაგანი გაახაროს.

ცოტა სხვა თემას მინდა შევეხო... გვინდა ეს ჩვენ ამის აღიარება თუ-არა, ეს ფაქტია, რომ 90-იანი წლების სიდუხჭირემ ყველას, ყველა თაობას დაღი დაგვასვა და გამონაკლისი არც გიორგის თაობაა...
აბა შევხედოთ - რამდენი ტალატი დაგვეკარგა ამ წლების განმავლობაში ტრავმების გამო... ვინ მოთვლის - ყენია, მჭედლიძე, ჯანო... არ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო...

იყო დრო, როცა ნაყინის გამყიდველი ქუჩაში ჩამოივლიდა, შვილებს ვემალებოდით, რომ მისი ყიდვის ფული არ გვქონდა... წყალწყალა სუპებზე გაზრდილი თაობა, უხორცოდ, რძის პროდუქტების გარეშე, სიტკბოს გარეშე, რომელიც მოზარდის გონებას ავითარებს, როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო ეს თაობა?
ხომ ფაქტია, რომ 90-იან წლებში პროფ.სპორტსმენებს ელემენტარულად თბილი შხაპის მიღებაც არ შეეძლო ხშირად და ამის გამო გაოფლილნი გაციებულან და წელის ტკივილები აუკიდიათ?
აი ასეთ გარემოში გაგვეზარდნენ ეს ოქროს ბიჭები და ეს ხშირი ტრავმიანობაც, იმ მრავალრიცხოვან უბედურებებთან ერთად რაც ყველა ჩვენთაგანს დაგვატყდა თავზე, ჩვენი, მამების თაობის ბრალია... გადავწვით, გადავბუგეთ დედაქალაქი, რეგიონები... დავცხეთ ერთმანეთს-ვხოცეთ, ვჟუჟეთ ერთმანეთი და სანამ არ მივხვდით, რომ ყველაფერი თავზე ჩამოგვემხო და ჩამოგვალპა, მანამდე აზრზე ვერ მოვედით.

სიტყვა სხვა კუთხით გამექცა... უბრალოდ გულისტკივილი მაწერინებს ამას და ძალიან არ მემეტებიან ეს ბიჭები კარიერის ნაადრევად დასასრულებლად - იმედია ღმერთი და იღბალი ახლა მაინც იქნება ჩვენი ბიჭების, ჩვენი შვილების მხარეს.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ვიცი, ამას ჯანოც წაიკითხვას - გული არ გაიტეხო ჯანო და ფარხმალი არ დაყარო - ჩვენ შენ გვჭირდები და იმედია ეს ტრავმაც ბოლო იქნება მალე კვალვ გაგვახარებ
თამაზი
16 სექტემბერი 2020 23:27
7
თქვენს მიერ ჩამოთვლილი მიზეზები არის მტკნარი სისულელე! მარტო ფეხბურთელები გაიზარდნენ მშივრები?! ეტყობა მთელი მაგათი საჭმელი ძიუდოისტებმა და შტანგისტებმა შეჭამეს??!!
aburjga
18 სექტემბერი 2020 23:18
0
მეც გეთანხმები მეგობარო,მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ! ჩვენზე არანაკლებ,თუ უარეს პირობებში არა გაიზარდნენ ხორვატი ბიჭები,ბოსნიელები,თვით სერბებიც კი(საშინელი,სისხლისმღვრელი ომები,გადაბუგული ქალაქები და სოფლები,მედიცინის სფეროს სრული პარალიზება,ტოტალური შიმშილი!),მაგრამ მათ მაინც შეძლეს უმაღლესი დონის ფეხბურთის თამაში!(არ ვსაუბრობ მხოლოდ ბობანის,შუკერის,სავიჩევიჩისა და სალიჰამიჯიჩის თაობაზე,უფრო მოდრიჩის,რაკიტიჩის,ჯეკოსა და კოლაროვის თაობას ვგულისხმობ,რომელთა ბავშვობასაც დაემთხვა იუგოსლავიის დაშლა და ყველა ის უბედურება,რაც ზემოთ ჩამოვთვალე(თანაც ეს ბიჭები,მათივე ბიოქრაფიით თუ ვიმსჯელებთ,მიატოვიჩისა და ბობანისგან განსხვავებით,ომს ევროპის სხვა ქვეყნებში არ გაჰქცევიან,მეტიც მოდრიჩი ლტოლვილობაში,უკიდურეს გაჭირვებაში გაიზარდა!)აი ეს რით და როგორ ავხსნა,ვერაფრით ვერ გამიგია!ისე კი აბსოლიტურად გეთანხმები,როგორც ზემოთ აღვნიშნე!
თამაზი-ს
17 სექტემბერი 2020 12:56
0
ყველა გამოხმაურება
უუჰ, თქვენ გენაცვალეთ ამ კაი ამბის გაჟღერებისთვის. თამაშს რომ ვუყურე იმის მერე გულგახეთქილი ვიყავი და შიშით ველოდი დიაგნოზს, ახლა კი შვებით ამოვისუნთქე.
თუნდაც 2 კვირა იყოს, არა უშავს, მთავარია გიო ბელარუსამდე მწყობრში იყოს და მინიმუმ 1 თამაშის ჩატარება მოასწროს
fani
16 სექტემბერი 2020 22:36
0
ვულოცავ გიორგის რომ გადაურჩა მძიმე ტრავმას, მაგრამ კითხვა არავის უჩნდება, რომ საქართველოში რომ მგელივით არიან ფეხბურთელები, ევროპაში ჩადიან და შუშის ბიჭების სახელს იკერებენ, რატომ? ალბათ ახლოსაც არ არის ქართული ვარჯიშები ევროპულთან ბავშვებიდან დაწყებული და შესაბამისად კუნთები არ არის მიჩვეული პატარაობიდანვე იმ ვარჯიშებს. თუ სწორია ჩემი მოსაზრება, არ მგონია მარტო მე მომეფიქრებინა ეს და სხვა ვერ ხვდებოდეს მითუმეტეს ფედერაცია და თუ ხვდებიან რატომ არ ასწორებენ ამ პრობლემას.
Emigranti
16 სექტემბერი 2020 22:30
0
ფაქტობრივად გადავრჩენილვართ.ცუდია,რომ ფორმის აკრეფა გაუჭირდება,მაგრამ რაკი იმ უბედურებას გადაურჩა,ეგ რაღა სალაპარაკოა.
სოსო
16 სექტემბერი 2020 22:02
1
უფ, შენ გაიხარე, კარგი ამბავია, ნეტავ მარტო 10 დღე დასჭირდეს..
გია
16 სექტემბერი 2020 22:00
0
ჯამრთელობას გისურვებ გიო..!!!
Geo
16 სექტემბერი 2020 21:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული