ბელგიური გამოცემა nieuwsblad-ის ინფორმაციით, "გენტში" ეჭვობენ, რომ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა მოსალოდნელზე უფრო მძიმე შეიძლება გამოდგეს.
წყაროს ცნობით, 21 წლის ნახევარმცველს, შესაძლოა, აქილევსის მყესი ჰქონდეს დაზიანებული და ამის კლუბში ძალიან ეშინიათ. სწორედ შიშების გასაქრობად ახალგაზრდა ქართველს დღეს, 16 სექტემბერს დამატებით გამოკვლევას ჩაუტარებენ და საბოლოო დიაგნოზიც ცნობილი გახდება.
გასულ წელს გიორგიმ მუხლის მძიმე ტრავმის გამო თითქმის ვერ ითამაშა, ბოლო შეხვედრებში კი ფორმას იუმჯობესებდა. იმედია, ნიჭიერ ქართველს სერიოზული არაფერი სჭირს და მოედანს მალე დაუბრუნდება.
ხალხი ვნერვიულობთ გიოზე. იმედია ინტერვიუს ჩააწერთ და გაგვაგებინებთ როგორ არის