საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტის "ანორთოსისის" მეკარე გიორგი ლორიას კვიპროსულმა მედიამ ბრალი თამაშის გაყიდვაში დასდო...
მიზეზი არ გაინტერესებთ?! პენალტის დარტყმის დროს თავის გაქანება, თითქოს ლორიამ მეტოქეს მიანიშნა, მარცხენა კუთხეში დამირტყიო...
სასაცილო ის გახლავთ, რომ ამ ფორმით უკვე ეზოებში თამაშისას არ ანიშნებენ ბავშვები ერთმანეთს. თუ თამაშის გაყიდვა სურდა, წინასწარვე ვერ შეათანხმებდა კუთხესაც?!
ამ ამბის გამო მოკვლევა კვიპროსის ფეხბურთის ეთიკის კომისიამ დაიწყო, თუმცა მისი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჯერ მხოლოდ მედია ეჭვებზე მიდის საუბარი და ყველაფერს მალე დაადგენენ.
ფამაგუსტის "ანორთოსისის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ აღნიშნულ საკითხზე დასმული კითხვა იმდენად უსაფუძვლოდ ჩათვალა, რომ კომენტარიც არ გააკეთა.
1. არ ჩანს ის ადამიანი ეგ იკადროს, მითუმეტეს თემოს და დანარჩენ ქართველებს გაუჩალიჩოს. მაშინ თემოსგან უნდა ჰქონოდა ნებართვა და თემოსაც გაეყიდა. სისუელეა...
2. კაცმა თავი მოიკლა მთელი თამაში, რამდენი მკვდარი ბურთი აიღო. რა ძალა
ადგა მაშინ
3. აქ სწორად დაწერეს. წინასწარ შეუთანხმდებოდა ან საერთოდ თვალით ჩვენება რად უნდოდა, არ გადახტებოდა. რეაქციას გააკეთებდა რომ კუთხე ვერ გამოიცნო
მოკლედ უამრავი მიზეზია რის გამოც გამორიცხულია თამაში გაყიდული ჰქონდეს. უბრალოდ ვერ გაუბედავდა მეგობრებს და თემოს მაგას. ძმაკაცებს და თემოს რომ მაგას გაუკეთებ უმადური კი არა საერთოდ დასაწვავი პიროვნება ხარ და არ ჩანს ლორია ეგ კაცი. კაი ტიპია, არ იკადრებდა მაგას. სავარაუდოდ აბნევდა და არ გამოუვიდა
ზოგს თავის კარში გააქვს 2 გოლი...