სამი ქართველიდან მხოლოდ ზივზივაძე ათამაშეს და მისი გუნდი გავარდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში სამი ქართველი ლეგიონერის გუნდმა ითამაშა.

77-ე წუთიდან კაცნაკლულმა "ლეხმა" ბელგიაში 2:1 მოუგო "შარლერუას". პოლონურ გუნდში სათადარიგო იყო თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა.

"ყარაბაღთან" საშინაო მატჩზე დიდ იმედებს ამყარებდა "ლეგიას" ნახევარმცველი ვაკო გვილია, რომელიც განაცხადში კი შეიყვანეს, მაგრამ არ ათამაშეს. აზერბაიჯანულმა კლუბმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - 3:0.

ლიეჟში "სტანდარდმა" 3:1 მოუგო ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარს". ჩვენებური 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, მაგრამ თავის გუნდს ვერაფრით შეეწია.

რაც შეეხება სხვა შეხვედრებს:

ერევნიდან კვიპროსში გადატანილ მატჩში "არარატ-არმენია" 1:2 დამარცხდა "ცრვენა ზვეზდასთან".

თბილისის
"ლოკომოტივის" მძლეველმა "გრანადამ" შვედეთში 3:1 მოუგო "მალმიოს".

თბილისის "დინამოს" მძლეველი "კლაკსვიკი" დუბლინში ირლანდიის "დანდალკთან" 1:3 დამარცხდა.

"ტირანამ", რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან თბილისის "დინამო" გამოაგდო, ბერნში განადგურდა "იანგ ბოიზთან" - 0:3.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნაკრებში გვყავს ფეხბურთელი, ვინც ვერ ხვდება იმ გუნდის ძირითადში, რომელიც ყარაბახთან უშანსოდ აგებს...... თავად განსაჯეთ.
Modric
02 ოქტომბერი 2020 11:50
1
ის დაწერეთ დინამოს ბულკებმა რა ქნეს? :D
ლადო
02 ოქტომბერი 2020 02:49
0
ვაკო აშკარად არაა ფორმაში,იმედია 1კვირაში "მოიხოდება" !
გიორგი-ბათუმი 97
02 ოქტომბერი 2020 00:42
8
არარეალურია ერთ კვირაში ფორმაში შესვლა
gionat
02 ოქტომბერი 2020 11:16
0
როგორ მიხვდი?
ჩორნა
02 ოქტომბერი 2020 02:55
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული