გვილია: თავს უკეთ ვგრძნობ და უნდა ვიყო ის გვილია, რომლის ხილვა გულშემატკივრებს სურთ

AutoSharing Option
ნახევარმცველი ვაკო გვილია საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სამი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის გამოიძახა, ხოლო იქამდე, 1-ელ ოქტომბერს მისი "ლეგია" ევროპა ლიგის პლეი-ოფში "ყარაბაღს" უმასპინძლებს. სწორედ მომავალი დაპირისპირების შესახებ ესაუბრა ჩვენებური TVP Sport-ს:

"ერთად დიდი ხანია არ ვმუშაობთ, მაგრამ ახალი მწვრთნელის, მიხნევიჩის საქმიანობას დადებითად ვაფასებ. ეს ბურთით თამაშის ახალი ფილოსოფიაა. ჩვენ სტილის სწრაფად შეთვისებას ვცდილობთ, რადგან ცოტა დრო გვაქვს. "ყარაბაღთან" მატჩი გველის, რომელიც უნდა მოვიგოთ და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდეთ. მაშინ სამუშაოდ და ახალი სტილზე ასაწყობად მეტი დრო გვექნება. მიხნევიჩის საფეხბურთო
ხედვა განსხვავებულია.

ხუთშაბათს მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. სეზონის დასაწყისში მცირე ტრავმა მქონდა და გამიჭირდა. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. ყოველდღე სათამაშო ფორმას ვიუმჯობესებ, ვვარჯიშობ, რათა ვიყო ის ვაკო გვილია, რომლის ხილვა გულშემატკივრებს სურთ.

ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, ყველა ჩვენგანმა პარტნიორებისა და გუნდისათვის უნდა იბრძოლოს. ყველაფერი კარგად იქნება".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯიგაროოოოო!
ოზუზი
21:00 29-09-2020
0

სიახლეები პოპულარული