ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში სამი ქართველი ლეგიონერის გუნდმა ითამაშა.
77-ე წუთიდან კაცნაკლულმა "ლეხმა" ბელგიაში 2:1 მოუგო "შარლერუას". პოლონურ გუნდში სათადარიგო იყო თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა.
"ყარაბაღთან" საშინაო მატჩზე დიდ იმედებს ამყარებდა "ლეგიას" ნახევარმცველი ვაკო გვილია, რომელიც განაცხადში კი შეიყვანეს, მაგრამ არ ათამაშეს. აზერბაიჯანულმა კლუბმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - 3:0.
ლიეჟში "სტანდარდმა" 3:1 მოუგო ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარს". ჩვენებური 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, მაგრამ თავის გუნდს ვერაფრით შეეწია.
რაც შეეხება სხვა შეხვედრებს:
ერევნიდან კვიპროსში გადატანილ მატჩში "არარატ-არმენია" 1:2 დამარცხდა "ცრვენა ზვეზდასთან".
თბილისის
"ლოკომოტივის" მძლეველმა "გრანადამ" შვედეთში 3:1 მოუგო "მალმიოს".
თბილისის "დინამოს" მძლეველი "კლაკსვიკი" დუბლინში ირლანდიის "დანდალკთან" 1:3 დამარცხდა.
"ტირანამ", რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან თბილისის "დინამო" გამოაგდო, ბერნში განადგურდა "იანგ ბოიზთან" - 0:3.