ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა თურქულმა გრანდმა გადაწყვიტა

AutoSharing Option
Metaratings-ის ცნობით, "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით "გალათასარაი" დაინტერესდა.

ხვიჩას ტრანსფერის განხორციელების ინიციატორი გუნდის მწვრთნელი ფათიხ თერიმია. სტამბოლური კლუბი მის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდება.

კვარაცხელიას ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული,  Transfermarkt-ის მიხედვით მისი სატრანსფერო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა, თუმცა ცხადია, ამ ფასად ვერ შეელევიან.

ამ სეზონში ყველა ტურნირზე მან კლუბში 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ჰოლანდია გერმანია არი ხვიჩასთვის ზედგამოჭრილი
picaso
23:46 04-10-2020
0
მთავარია სადაც არ უნდა გადავიდეს იგივე შემართებით და უფრო მარტი ენთუზიაზმით დაამტკიცოს კლასი ოსტატობა და პროფესიონალიზმი რაც შეეხება გალათასარაის თერიმი არა ხელწამისაკრავი მწვრთნელი და გალათასარაი რუბინზე მეტად ამბიციური და შესაძლებლობის გუნდია თუმცა რეალობიდან გამომდინარე რატო უნდა აჩქარდეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა ტოპ-4 ლიგიდან ნებისმიერი კლუბები გასავარდზონაში მყოფიც კი 2-3 თამაშები დაანახებს თავის შესაძლებლობებს ეგრევე წესიერი კლუბები გამოუჩნდება.
კახა
17:20 04-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული