ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა თურქულმა გრანდმა გადაწყვიტა

AutoSharing Option
Metaratings-ის ცნობით, "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით "გალათასარაი" დაინტერესდა.

ხვიჩას ტრანსფერის განხორციელების ინიციატორი გუნდის მწვრთნელი ფათიხ თერიმია. სტამბოლური კლუბი მის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდება.

კვარაცხელიას ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული,  Transfermarkt-ის მიხედვით მისი სატრანსფერო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა, თუმცა ცხადია, ამ ფასად ვერ შეელევიან.

ამ სეზონში ყველა ტურნირზე მან კლუბში 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ჰოლანდია გერმანია არი ხვიჩასთვის ზედგამოჭრილი
picaso
04 ოქტომბერი 2020 23:46
0
მთავარია სადაც არ უნდა გადავიდეს იგივე შემართებით და უფრო მარტი ენთუზიაზმით დაამტკიცოს კლასი ოსტატობა და პროფესიონალიზმი რაც შეეხება გალათასარაის თერიმი არა ხელწამისაკრავი მწვრთნელი და გალათასარაი რუბინზე მეტად ამბიციური და შესაძლებლობის გუნდია თუმცა რეალობიდან გამომდინარე რატო უნდა აჩქარდეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა ტოპ-4 ლიგიდან ნებისმიერი კლუბები გასავარდზონაში მყოფიც კი 2-3 თამაშები დაანახებს თავის შესაძლებლობებს ეგრევე წესიერი კლუბები გამოუჩნდება.
კახა
04 ოქტომბერი 2020 17:20
0
მთავარია სადაც არ უნდა გადავიდეს იგივე შემართებით და უფრო მარტი ენთუზიაზმით დაამტკიცოს კლასი ოსტატობა და პროფესიონალიზმი რაც შეეხება გალათასარაის თერიმი არა ხელწამისაკრავი მწვრთნელი და გალათასარაი რუბინზე მეტად ამბიციური და შესაძლებლობის გუნდია თუმცა რეალობიდან გამომდინარე რატო უნდა აჩქარდეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა ტოპ-4 ლიგიდან ნებისმიერი კლუბები გასავარდზონაში მყოფიც კი 2-3 თამაშები დაანახებს თავის შესაძლებლობებს ეგრევე წესიერი კლუბები გამოუჩნდება.
კახა
04 ოქტომბერი 2020 17:20
0
არ გაბრიყვდე ხვიჩა!!
უფრო მაგარ გუნდში გადახვალ!!
buba
04 ოქტომბერი 2020 12:20
2
ლიგა ევროპაზე რომ გასულიყო კიდევ შეიძლებოდა გადასვლა ისე აზრი არა აქვს.
თემო
04 ოქტომბერი 2020 12:03
1
გალათასარაი კი არა დენიზლისპორი კიდევ. თურქეთის ჩემპზე მეტია რუსეთის ჩემპი და იქ რა უნდა ხვიჩას?
G.LA
04 ოქტომბერი 2020 06:25
1
ხო თქვა რუბინის ხელმძღვანელობამ რომ ამ სეზონში არ გავყიდითო და რა უნდა ამ ტირიმს?
შემდეგი წლიდან დორტმუნდის ბორუსია მიმაჩნია მისთვის კარგ ვარიანტად. ბუნდესლიგა ნაკლებად უხეშია ესპანეთთან და იტალიასთან შედარებით,ინგლისში ტემპი უფრო მაღალია, რაც მგონია რომ გაუჭირდება ჩვენს ბიჭს
დავით 67
04 ოქტომბერი 2020 00:00
1
ხვიჩას მამა ყოფილი ფეხბურთელია და მწვრთნელი.ასე რომ ძალიან კარგად იცის,ხვიჩას რა სჭირდება.ახლა ბოჭი,იდეალურ გარემოშია.მწვრთნელი ენდობა და ყოველდღიურად რაღაცას ასწავლის.თითქმის ყოველ მეორე მესამე თამაშში,რაღაც ახალს,განსხვავებულს აკეთებინებს,აჩვევს,სცდის მწვრთნელი.მის გვერდით მთელი ჯგუფი ახალგაზრდა ბიჭებისა დააწინაურეს და ამ სეზონში პირადად დაოსტატებასთან ერთად,დარწმუნებული ვარ,ევროპის საგზურსაც მოიპოვებს რუბინი.ასე რომ მომავალ ზაფხულს,ევროპა ლიგაზე თამაშს,აქედანაც შეძლებს და მიიღებს გამოცდილებას. წელიწადში,წელიწადნახევარში,ის უკვე მზად იქნება ნებისმიერ ტოპლიგაში წასასვლელად და ძირითადში ადგილზე, კონკურენციის გასაწევად.
სოსო
03 ოქტომბერი 2020 23:36
3
genacvale babuacvera!!!
datooo
03 ოქტომბერი 2020 23:30
2
კვარა და ჩაკვეტაძე რომ უდაოდ ნიჭიერები არიან ეს ფაქტია მაგრამ ჯერ ორივეს ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი. ჰოლანდია და ბელგია ყველაზე კარგია ადგილია ტრამპლინისთვის მაგრამ სამწუხაროდ ჩაკვეტაძე ტრამვებმა დაამუხრუჭა ჯერჯერობით.
რაც შეეხება კვარაცხელიას , მართლა კარგი მომავალი აქვს მაგრამ ჯერ სტაბილურობა და გუნდური თამაშის ცოდნა სჭირდება და შემდეგ კიდევ მაღალი დონის აგენტი.
გუჯი
03 ოქტომბერი 2020 23:02
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული