"ოლიმპიაკოსთან" ნამატჩევს ქეცბაიამ ჟურნალისტები გააოგნა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ანორთოსისმა" გიორგი ქვილითაიასა და თორნიკე ოქრიაშვილის გოლებით 2:0 დაამარცხა "ოლიმპიაკოსი", ნამატჩევს კი თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე მისვლით ვალი მოიხადა.

ის გასულ ტურში "აპოლონთან" პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა, რისთვისაც დააჯარიმეს, ხოლო ამჯერად ჯარიმას ვერ დააკისრებენ, თუმცა ჟურნალისტების ცნობისმოყვარეობა არ დააკმაყოფილა.

goal.philenews-ი აღნიშნავს, რომ თემურმა ოთხჯერ გაიმეორა: "ყველაფერი კარგადაა" და იქაურობას გაეცალა.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში ჩემპიონატი მაშინ შეაჩერეს, როდესაც "ომონია" პირველ ადგილზე გავიდა და "ანორთოსისს"ოქროს მედლებისთვის ბრძოლის შანსი მოუსპეს. დიდი ალბათობით, ეს კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ მიზანმიმართულად გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ქეცბა მაგარი კაცია!!!
0
არსწორად მოიქცნენ ერთი თამაში მინიმუმ მაინც უნდა დაენიშნათ ერთნაირი ქულების გამო . მისი შეფასების მერე არბენინებენ მაგრამ ეხლა რას იტყვიან" ისაუბრა" დაფიქსირდა საუბარი კითხვებზე პასუხი გასცა .
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული