ხვიჩამ "ახმატს" ზღაპრული გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გოლი "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ.

"რუბინი" პრემიერლიგის მეათე ტურში ყაზანში "ახმატს" დაუზავდა - 1:1.

ანგარიში 53-ე წუთზე კვარაცხელიამ გახსნა. მან მოედნის ცენტრში მეტოქეს ბურთი აართვა, საოცარი სისწრაფით მეორე მოწინააღმდეგეს გასცდა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და გოლიც გაიტანა.

სულ საყვედურობდნენ, გოლი ვერ გააქვსო და ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა - მის ანგარიშზე 10 მატჩში 2 გოლი, 4 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტია.

68-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა "რუბინის" ნახევარმცველი დარკო იევტიჩი, ხოლო
მე-80 წუთზე ყაზანელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გიორგი მელქაძემ გამოიყენა.

"რუბინი" 15 ქულით მერვე ადგილზეა და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 18 ოქტომბერს სტუმრად "კრასნოდარს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 64 /
ჩვენი იმედი, ჩვენი ბიჭი ხვიჩა. გენაცვალე შენ ხვიჩა.
G.LA
04 ოქტომბერი 2020 21:18
0
ვამაყობ ამ ბიჭით. ბევრი წარმატებები ხვიჩას.
ფეხბურთი
04 ოქტომბერი 2020 19:36
0
ტექნიკური გრიგალია. რასაც ფეხბურთი ჰქვია იმას თამაშობს. ეს პროლოგიც არ არის ჯერ და კინოს მერე და მერე ვნახავთ. კოჭებში და სულში ეტყობა, რომ ამოუწურავი ენერგია და მიზანი აქვს. რუსი კომენტატორებიც კი ამბობენ ბურთს რომ მიიღებს ეხლა რაღაც მოხდებაო. გაიხარე ქართველების გახარებისთვის. მადლობა კაი კაცოოოოოოოოოოო
ნამდვილ ფეხბურთს მონატრებული
04 ოქტომბერი 2020 22:40
0
ქართული ნიჭი იგრძნობა ♥
ზუზუ
04 ოქტომბერი 2020 21:22
0
იმენნა დამაჯერა, რა კლასნია ეს ოხერი
მეგრელი
04 ოქტომბერი 2020 20:02
0
დდ რას უშვება მცველებს სამი კაცი გამოუცვალეს და ყველა გააყვითლა პლიუს გოლი დდ თან რა გოლი.
zaza
04 ოქტომბერი 2020 19:50
0
არც ერთი იყო თათარი, არც მეორე ჩეჩენი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები არიან...
გოჩა
04 ოქტომბერი 2020 20:29
2
ხვიჩა იმედია ჩვენს კომენტარებს კითხულობ ძმაო,შენ ჩვენი ხარ ,ჩვენი ხვიჩა,ჩვენი იმედი ,მსოფლიოს რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ,ამისთვის შენ ბევრი უნდა იშრომო,ამასთან კაცი ხარ კაცური და ასე მაღლა აღმართული ატარე მუდამ ქართული სული,ჩვენ კიდევ შენ გიქომაგებთ ,და ჩვენი ერთიანობისა და გამარჯვებისთვის ვილოცებთ,ჩვენ ერთი გუნდი ვართ, საქართველოოოოო!!!!
დევკალიონი
04 ოქტომბერი 2020 22:46
0
ახალგაზრდა კრიშტიანო გამახსენა მანჩესტერში რომ თამაშობდა.
ვა რა მაგარია
04 ოქტომბერი 2020 21:13
1
რა რონალდო რა მესი არამარტო საქართველოს არამედ მსოფლიოს ეზრდება მსოფლიო ვარსკვლავი გადამეტების გარეშე და ეს ასმაგად საამაყოა რომ ეს ქართველი ბიჭია ყოჩაღ ხვიჩა
ბეღურა
04 ოქტომბერი 2020 19:36
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული