Le Parisien: პსჟ-სთვის პრიორიტეტული კვარაცხელიაა და არა ბერნარდო სილვა

AutoSharing Option
"პარიზიენის" მთავარმა სპორტულმა მიმომხილველმა დომინიკ სევერაკმა გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა და თქვა, რომ პსჟ-სთვის მთავარი "ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებაა.

- გამარჯობა, ბერნარდო სილვას "პარი სენ ჟერმენში" ტრანსფერი ისევ განიხილება?
- დილა მშვიდობისა. აპრიორი არ არის. გასულ კვირაში ორმა ლუისმა (ენრიკემ და კამპუშმა) სასურველი ფეხბურთელების სია დაადგინეს. მარჯვენა გარემარბის დამატება უკვე აქტუალური არ არის. კლუბი, პირველ რიგში, მარცხენა გარემარბს ეძებს და პრიორიტეტული ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც "ნაპოლიში" თამაშობს.

რამდენიმე დღის წინ "გაძეტა დელო სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პარი სენ ჟერმენი" მზადაა "ნაპოლის" კვარაცხელიაში
100 მილიონი ევრო შესთავაზოს, "ეკიპის" ცნობით კი, პირველ ჯერზე ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს 60-მილიონიანი წინადადებით მიმართავენ. spazionapoli-ს მტკიცებით, დე ლაურენტისი "კვარას" 150 მილიონზე ნაკლებად ვერ შეელევა.

alt"დე ლაურენტისს უკვე ვაცნობე, დი ლორენცოს "ნაპოლიდან" წასვლა სურს" - ჯოვანის აგენტი

altმერეტი: "ნაპოლის" ფანები დი ლორენცოს უსამართლოდ მოექცნენ

alt"ნაპოლიმ" ყველაზე ცუდ მოლოდინსაც გადააჭარბა, "არსენალმა" კვლავ უშედეგოდ იბრძოლა... - რა ვნახეთ ევრო 2024-ის წინ

altკონტე "ნაპოლისთან" ბოლო დეტალებს ათანხმებს - იტალიელმა "პარტენოპეის" ამ ფეხბურთელის შეძენა სთხოვა

მკითხველის კომენტარები / 6 /
150-მილიონზე ნაკლებათ ვერ შეელევაო,,ვერ კიარა არ შეელევა მაინც დაწერეთ უფრო სწორი იქნება თქვენი მხრიდანაც და სიტუაციურადაც,,ლაურენტისი მაგარი გაიძვერა-გოთვერანი კაცია კარგად მახსოვს რა გაუკეთა გუნდის კაპიტან კულიბალის და ასევე კლუბის ლეგენდებს ინსინიეს,ჰამშიკს,მერტენსს, ამის შესახებ აქ კომენტარში მაქვს დაწერილი კვარა რო გადადიოდა ნაპოლიში მაშინ რო მაქსიმალურად ფრთხილი და გონივრული კონტრაქტი უნდა დაედო კვარას მაგალითად გამოსასყიდი თანხის მითითება ან კონტრაქტის გაწყვეტა შესაბამისი პირობების არ ქონის გამო,ყოველ წელს კონტრაქტის გადახედვის მოთხოვნით მოთამაშის თამაშიდან გამომდინარე ან ტრანსფერმარკეტის მიერ დადგენილი სატრანსფერო თანხის შესაბამისი ფასის გადახდით კონტრაქტის შეწყვეტა,,ამ პუნქტებიდან ერთი რო მაინც ჩაედოთ კონტრაქტში (არადა კარგი აგენტი ყველას ჩააწერინებდა)) დღეს კვარა გაცილებით იოლად დააღწევდა თავს ამ გოთვერან კაცს, დღეს კიდე იმისიც გვეშინია ჯიბრში არ ჩაუდგეს კვარას და სკამზე არ დასვას თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს არადა მაგაზეც უნდა იდოს კონტრაქტში პუნქტი თუ მოთამაშე გარკვეული რაოდენობის მატჩებში არ მიიღებს მონაწილეობას კონტრაქტის გადახედვა გაწყვეტაზე მაგრამ,,ეეჰ ჯუღელო ჯუღელოოო
gel-100
21:17 28-05-2024
1
აი კლოუნი
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული