კიდევ გაიტანეს ქართველებმა - ზივზივაძემ და ბერიძემ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ფეჰერვარმა" სახლში 5:1 გაანადგურა "უიპეშტი".

მასპინძელთა გუნდში ძირითად შემადგენლობაში იყო ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც 43-ე წუთზე ბურთი ძელს გაარტყა, 66-ე წუთზე გოლი გაიტანა, 74-ე წუთზე კი შეცვალეს.

სტუმართა გუნდში ახლახან გადასული გიორგი ბერიძე 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 90+2-ე წუთზე პრესტიჟის გოლი გაიტანა.

და კიდევ: "ფერენცვაროშმა" საკუთარ მოედნზე 2:1 მოუგო "პუშკაშს". ბუდაპეშტელთა მცველმა ლაშა დვალმა მორიგი ტრავმა მოირჩინა და შეუცვლელად ითამაშა. ის საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული.

მკითხველის კომენტარები / 7 /
სხვათაშორის უნგრეთის ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფში უკან მოიტოვა თურქეთის და რუსეთის ნაკრები და პირველ ადგილზე გავიდა. ძალიან ნორმალური ჩემპიონატი აქვთ, არა ჩვენგან დასაცინი.
ჭუმიკა
21:38 23-11-2020
0

youtube.com/watch?v=iHAVajUvBUc
ქ. გ.
04:16 06-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული