კონფერენს ლიგა. პლეი-ოფი: დვალი გააძევეს, გოჩოლეიშვილი და ზივზივაძე შეცვლაზე შევიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის პირველი მატჩები ჩატარდა.

„ჰაიდენჰაიმმა“ გასვლაზე „კოპენჰაგენი“ 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდში გიორგი გოჩოლეიშვილი 79-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე (ყვითელი ბარათი მიიღო), სტუმართა რიგებში კი ბუდუ ზივზივაძე 61-ე წუთზე.

კოპენჰაგენი. „პარკენი“
კოპენჰაგენი - ჰაიდენჰაიმი 1:2
გოლები: 1:0 ლარსონი (45+1), 1:1 კელერი (59), 1:2 ზირსლებენი (85)

„აპოელი“ სლოვენიაში „ცელიეს“ დაუზავდა - 2:2. სტუმართა გუნდის მცველმა ლაშა დვალმა 73-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. თან მან პირველი გაფრთხილებისას პენალტი აიკიდა, რომელიც მასპინძელთა თავდამსხმელმა არმანდას კუჩისმა ვერ გამოიყენა (მეკარე
ვიდ ბელეცმა მოიგერია), მაგრამ დამატებაზე მან ყველას დაასწრო და გაიტანა.

ცელიე. „ზ’დეჟელე“
ცელიე - აპოელი 2:2
გოლები: 1:0 კუჩისი (2), 1:1 აბაგნა (33), 2:1 კუჩისი (59), 2:2 ლაიფისი (70)
გაძევება: დვალი (73, აპოელი)
გამოუყენებელი პენალტი: კუჩისი (59, ცელიე)

სხვა მატჩების შედეგები:

ბაჩკა ტოპოლა - იაგელონია 1:3
ვიკინგური - პანათინაიკოსი 2:1
მოლდე - შემროკი 0:1
გენტი - ბეტისი 0:3
ომონია - პაფოსი 1:1
ბორაცი - ოლიმპია 1:0

საპასუხო შეხვედრები 20 თებერვალს გაიმართება.

altბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ისევ მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
და ამ დვალის იმედი გვაქ ნაკრებში? ვავა ბაბა ვავა,დდდ
ვოვა
13:42 14-02-2025
3

სიახლეები პოპულარული