ხვიჩა "რუბინმა" 10 მილიონად არ გაყიდა და უნდა მისთვის საევროპოდ ტრამპლინი გახდეს

AutoSharing Option
"business-gazeta"-ს ცნობით, "კრასნოდარს" "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას 10 მილიონ ევროდ შეძენა სურდა, მაგრამ ყაზანურმა კლუბმა უარით გაისტუმრა:

"კრასნოდარი" კვარაცხელიათი ჯერ კიდევ 2019 წელს დაინტერესდა, როდესაც ქართველი ტალანტი "ლოკოში" იყო, მაგრამ ტრანსფერი "რუბინმა" გაჩარხა. ყაზანურ კლუბს ეს ბონუსების სახით 2-3 მილიონი ევრო დაუჯდა და საკომისიოები აგენტსა და ფეხბურთელის მხარეს გადაუხადა. "კრასნოდარმა" ასეთი თანხის გადახდა საჭიროდ არ ჩათვალა. შედეგად ხვიჩა ახლა გაცილებით მეტი ღირს და "რუბინმა" ჩადებული ფული ამოიღო.

ამ ზაფხულში "კრასნოდარი" მზად იყო კვარაცხელიაში 10 მილიონი გადაეხადა, მაგრამ "რუბინმა" უარი უთხრა.
ყაზანელები თვლიან, რომ მისი პოტენციური ფასი გაცილებით მაღალია, უნდათ მისი ევროპაში გადასასვლელად ტრამპლინი გახდნენ და "ზენიტში" გადაბარგებული სერდარ აზმუნის ისტორია არ განმეორდეს.

ჩვენი ინფორმაციით, "კრასნოდარი" იმაზეც იყო მზად, შეძენის შემდეგ ერთი ან ორი წლითაც კი იჯარით "რუბინში" დაეტოვევბინა, რათა ახალგაზრდა ფეხბურთელის პროგრესში ხელი არ შეეშალა. ეს ვარიანტი ყაზანურ კლუბს არ აწყობს, რამეთუ არ სურს სხვა გუნდისთვის მოამზადოს ფეხბურთელი, თანაც ორ წელიწადში ხვიჩას ფასი შეიძლება გაცილებით გაიზარდოს.

ის ხომ მალე შესაძლოა, საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპირველობაზე გაემგზავროს და თუ იქ თავს საუკეთესოდ წარმოაჩენს, "რუბინს" გაცილებით სერიოზული წინადადებებით მიმართავენ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ხვიჩას. ჩვენ ნაკრებს. და იმედია ხვიჩა ევროპაში კარგ გუნდში წავა
macbook pro
02:26 11-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული