ოქრიაშვილის ტრავმა სერიოზული არაა - ქართველები კვიპროსში დაბრუნდნენ

AutoSharing Option
goal.philenews-ის ცნობით, "ანორთოსისის" ქართველი ლეგიონერები გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია კვიპროსში გვიან ღამით დაბრუნდნენ. მათ უკვე შეხვდა გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაია.

საბედნიეროდ, თორნიკე ოქრიაშვილის ტრავმა, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩი გამოტოვა, სერიოზული არ აღმოჩნდა. შაბათს "ანორთოსისი" ჩემპიონატზე "სალამინას" შეხვდება და ოქრიაშვილის ამ მატჩში მონაწილეობა ხვალინდელ ვარჯიშზე გადაწყდება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველი ლეგიონერები გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელები არიან და დამღლელი მატჩებისა და მგზავრობის შემდეგ ქეცბაიას მათი მდგომარეობა ადარდებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დაუშვილისგან მაგარი პატივ ნაცემი ვართ, ორი პენალტით.DDDDDDDDDDDDDD არა უშავს ხდება ხოლმე.
0
მართლა კვიპროსის და ფარერების დონეზე არიან ეს დაუშვილი და ქვილითაია. არცერთი არაა გამოსაძახებელი ჩანჩურები არიან. 12ში ბუდუს ველოდებით და კაჭოს მეტი თავდამსხმელი არ გვინდა
კვიპროსი
10:58 16-10-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული