ქეცბაია ოქრიაშვილზე გაიწია - კონფლიქტი ნამატჩევს [VIDEO]

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ანორთოსისმა" "აპოელი"2:0 დაამარცხა. კვიპროსული მედიის ცნობით, ნამატჩევს "ანორთოსისის" მწვრთნელ თემურ ქეცბაიასა და ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს შორის კონფლიქტი მოხდა.

ქეცბაია რაღაცით უკმაყოფილო დარჩა ოქრიაშვილის მოქმედებით, მასთან ურთიერთობის გარკვევას ცდილობდა, მაგრამ მეტოქე გუნდის მცველმა გიორგიოს მერკისმა შეაჩერა, - იტყობინება 24sports-ი.

larnakasports-ი კი აკონკრეტებს, რომ ოქრიაშვილმა გუნდის თავკაცის ზოგიერთი მითითება არ შეასრულა, მათ იკამათეს, რის შემდეგაც თემური მერკისმა და "ანორთოსისის" ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა შეაჩერეს.

ნამატჩევს თემურმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა: "ძალიან
კარგად ვითამაშეთ და ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. გამარჯვების მოპოვება გაგვიჭირდა. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ვართ. არაფერი არ მაღელვებს, წინ მივიწევთ".

მკითხველის კომენტარები / 49 /
აუ რა სირცხვილია, ამაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს :(
Saba
26 ოქტომბერი 2020 00:00
6
ნამდვილად სამარცხვინო ფაქტია, რაშიც ორივეა დამნაშავე, მაგრამ კატასტროფა კი არა სასიკეთოცაა. ოქრიაშვილი ხშირად ზედმეტად ათრევს ბურთს და სისწრაფეც დაკარგული აქვს. დაცვაშიც არასაკმარისად ირჯება და ნახევარდაცვაში მისი შემცვლელის მოძებნაც არ გაჭირდება. მოკლედ ჩემი აზრით მისი ნაკრებში არყოფნით არაფერი დაშავდება.
emigranti
26 ოქტომბერი 2020 04:33
3
მხოლოდ ის რომ ამ ინციდენტმა 12 ნოემბერზე ცუდი გავლენა იქონიოს. აი ეს შეიძლება იყოს უარესი კი არა კატასტროფა!
ZAza
26 ოქტომბერი 2020 02:04
1
Rac ar gvinaxavs da gagvigia imaze rtulia rame vtqvat. Qecbaia sul momconda misi shemartebis gamo stadionze, tumca ficxi xasiati arvici ras qvia. Tu rame iyo fexburtelidan iseti unda amdgariyo da sxva garemoshi daelaparaka da ara mteli qveynis dasanaxad.
Milani
26 ოქტომბერი 2020 19:27
1
ეგ ვიდეო რაც დადე ასე ვთქვათ ქეცბაიას საერთოდ არ შეეხება იმ საქმიდან გამომდინარე რასაც ის აკეთებს ქართული ფეხბურთისთვის, თვითონ ოქრიაშვილი არის უზრდელი, ცხადაძესთანაც ასეთი იყო და ეხლაც ასეთია, ასე რომ პრობლემა ოქრიაშვლიშია.
Shakro მალადოი-ს
26 ოქტომბერი 2020 16:28
2
ოქრის რომ ახალგაზრდული ასაკიდანვე ახასიათებს ცანცარობები, ეგ ყველამ ვიცით.
მარა ქეცბაია, როგორი კარგი ფეხბურთელიც იყო ნიულასლსა და საქართველოს ნაკრებში, იმდენად დაულაგებელი კაცია ტვინში.
აი ამის ჭკუისსაა ზუსტად -
https://www.youtube.com/watch?v=w41rdf1Jflg
Shakro მალადოი
26 ოქტომბერი 2020 12:20
13
შაკო მოლოდი, ეს რა ვიდეო დადე, შენს ოჯახს ააშენებს ღმერთი! ვაიმე... მოვკვდი სიცილით! მზა სიუჟეტია მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის, კინოა გადასაღები!
aburjga
26 ოქტომბერი 2020 13:06
0
ქეცბაია ოქრიაშვილზე გაიწია
თუ
ქეცბაია"მ" ოქრიაშვილზე გაიწია
buba
26 ოქტომბერი 2020 09:32
1
ორივე მაგარი კაცია
Ziz
26 ოქტომბერი 2020 15:45
3
ოქრიმ, ეტყობა, ზედმეტად ბევრი მოძრაობა გააკეთა :)
კირკიტა
26 ოქტომბერი 2020 15:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული