კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ანორთოსისმა" "აპოელი"2:0 დაამარცხა. კვიპროსული მედიის ცნობით, ნამატჩევს "ანორთოსისის" მწვრთნელ თემურ ქეცბაიასა და ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს შორის კონფლიქტი მოხდა.
larnakasports-ი კი აკონკრეტებს, რომ ოქრიაშვილმა გუნდის თავკაცის ზოგიერთი მითითება არ შეასრულა, მათ იკამათეს, რის შემდეგაც თემური მერკისმა და "ანორთოსისის" ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა შეაჩერეს.
ნამატჩევს თემურმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა: "ძალიან
კარგად ვითამაშეთ და ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. გამარჯვების მოპოვება გაგვიჭირდა. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ვართ. არაფერი არ მაღელვებს, წინ მივიწევთ".
ოქრიაშვილი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, რომ არა ჯერ ბელგიის საბედისწერო ტრანსფერი, მერე ის გაუთავებელი ტრავმები დღეს გაცილებით ძლიერი იქნებოდა იმასტან შედარებით ვიდრე არის! მაგრამ რაც არის სულ ნაკრების სული და გულია!
ვფიქრობ ქეცბაიმ ძალიან უზრდელურად,ქართველისათვის მიუღებელი ფორმით მიმართა და იმანაც არ მოუთმინა!
ორივს დიდ პატივს ვცემ და უნდა შერიგდნენ! ხანდახან ღვიძლი ძმებიც კამათობენ!
მარა ქეცბაია, როგორი კარგი ფეხბურთელიც იყო ნიულასლსა და საქართველოს ნაკრებში, იმდენად დაულაგებელი კაცია ტვინში.
აი ამის ჭკუისსაა ზუსტად -
https://www.youtube.com/watch?v=w41rdf1Jflg
თუ
ქეცბაია"მ" ოქრიაშვილზე გაიწია