![](https://sportall.ge/pictures/image31/242b94df0936f33f0c0aa6dd63725946.jpg)
კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ანორთოსისის" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ "აპოელს" გოლი გაუტანა, ნამატჩევს კი ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
"დერბიში გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. მოხარული ვარ, რომ გოლი გავიტანე. ყველაფერი კარგადაა. ეს 6 ქულისთვის თამაში გახლდათ. წელს ერთმანეთს ოთხჯერ შევხვდებით.
ჩემთვისაც კარგი თამაში იყო. გამარჯვება დავიმსახურეთ. აქ იმისათვის მოვედი, რათა სტაბილურად ვითამაშო და თავი გამოვიჩინო. მთავარია ვთამაშობ და თავს არ ვირცხვენ".