საგულისხმოა, რომ ოთხეულში ბელგიური "გენტის" ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძეა დასახელებული. მასთან ერთად, ლონდონელთა ყურადღების ეპიცენტრში ფილიპ ურემოვიჩი, ლინდონ სელაჰი და მანორ სოლომონი მოექცნენ.
კვარაცხელიას თანაგუნდელი ურემოვიჩი ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს. საინტერესოა, რომ whoscored.com-ის მიხედვით, ის რუსეთის პრემიერლიგაში ბურთის ართმევით (რაოდენობრივად) საუკეთესო ხუთეულშია.
სელაჰი ნახევარმცველია. ის ჰოლანდიურ "ტვენტეში" 2019 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს და არა მხოლოდ შეტევით ფაზაში, არამედ დაცვაშიც სტაბილურად კარგად გამოიყურება.
სოლომონი ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდაა. ის ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს და "შახტარის" ღირსებას იცავს. მან გასულ სეზონში საკმაოდ მნიშვნელოვანი გოლების გატანა ჯერ "ატალანტასთან", შემდეგ კი "მანჩესტერ სიტისთან" მოახერხა.
"ჩაკვეტაძის სახელი ლონდონელთა გულშემატკივართათვის უცხო არ არის. მას გასულ სეზონში "დეზებთან" სერიოზულად აკავშირებდნენ.
ის "გენტში" გადასვლამდე თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა. აგერ, უკვე 3 სეზონია 21 წლის ფეხბურთელი ბელგიაში ასპარეზობს, სადაც, ძალიან სამწუხაროდ, საკმაოდ სერიოზული დაზიანება მიიღო. მიუხედავად ამისა, ამ უკანასკნელმა ჩემპიონთა ლიგაზე "რაპიდის" წინააღმდეგ გასულ სეზონში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
ჩაკვეტაძე სანაკრებო დონეზე ძალიან პროდუქტიულია. ჩატარებული 9 მატჩის შემდეგ მის აქტივში 5 გატანილი გოლია. რა თქმა უნდა, არსებობს შანსები, რომ ის ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ "ჯვაროსანთა" დახმარებას შეძლებს", - წერს გამოცემა.
ჩაკვეტაძე "სერკლ ბრიუგესთან" არ ითამაშებს - ცნობილი გახდა მისი დაბრუნების თარიღი