სოლანკეს "ბორნმუთის" დატოვება სურს - ფორვარდისთვის ბრძოლაში ფავორიტი ლონდონური გუნდია

AutoSharing Option
The Telegraph-ის ინფორმაციით, "ბორნმუთის" თავდამსხმელ დომინიკ სოლანკეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბის დატოვება სურს.

ფეხბურთელისთვის ბრძოლაში დაწინაურებული "ტოტენჰემია" და "დეზებს" ინგლისელი ფორვარდის დამატება სურთ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებამ შესაძლოა, 75 მილიონი ევრო შეადგინოს.

სოლანკემ გასულ სეზონში "ბორნმუთის" ფორმა 38 პრემიერლიგურ შეხვედრაში მოირგო, სადაც 19 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფასი ხომარ გეშლებათ? ეს პრემიერლიგა სულ მზეები გაიჩითნენ თუ რა ხდება? რა სოლანკეში 75 ლიმონი ღადაობთ.
kesha
16:59 06-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული