რუსეთში კვარაცხელიას წარმატება ბევრს აღიზიანებს - მიდი, ხვიჩა, მიდი!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე რუსულ პრესაში ბევრი იწერება. ფეხბურთში ღრმად ჩახედული ჟურნალისტების დამოკიდებულება უმრავლეს შემთხვევაში დადებითია. ნობელ არუსტამიანმა ჩვენებურზე საათნახევრიანი ძალიან საინტერესო ფილმი გადაიღო, რომლიდანაც ნაწყვეტები მედიაში გავრცელდა. ცეცხლზე ნავთის დასხმასავით გამოდგა "რუბინის" ყოფილი მცველის, ლაშა სალუქვაძის ნათქვამი, რომ ხვიჩას
დარი ტალანტი არც საქართველოშია და არც რუსეთში. და როგორც მოსალოდნელი იყო, 19 წლის ქართველის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გულშემატკივრებმა ვერ დამალეს (ამას "რუბინის" ქომაგებზე ვერ ვიტყვით).

გთავაზობთ championat-ზე გამოქვეყნებულ ზოგიერთ "მარგალიტს":

"მორიგი ბლაბლაბლა". აი, როდესაც ევროპაში თუნდაც ტირ2-ის გუნდში
ითამაშებს, შემდეგ ვილაპარაკოთ".

"უნდა ჩავწვდეთ ქართველთა მენტალიტეტს. ისინი ყველანი თავადები არიან, ყველაზე მამაცები, ყველაზე ძლიერები. ტყუილად კი არ თქვა მათზე ლერმონტოვმა: "გარბოდნენ მხდალი ქართველები".

"რა მოსკოვში და რა თვით ბაღდადში, მისნაირი მხოლოდ სამი ცალია".

"რა ბაღდადში, ქაბულშიც კი".

"მარგი ქმედების კოეფიციენტი თითქმის ნულოვანი. მეტ-ნაკლებად სერიოზულ ჩემპიონატში მოედნის ცენტრამდეც ვერ მიირბენს".

"სტატისტიკის" ჩვეულებრივი დრიბლიორი".

"ვინისიუსი ნომერი 2".

"არ შეაქებ - ვერ გაყიდი".

"10 წლის წინ ანანიძეზეც იმავეს მღეროდნენ და სადაა ახლა და რას მიაღწია?"

"აგენტები ხვიჩას "ზენიტში" გასაყიდად ნიადაგს ამზადებენ. რაც მეტია ხმაური, მით მეტი ფულის გაკეთება შეიძლება".

"ქართველი მესია, რა".

"ევროპა, რიგში ჩადექი".

"სასაცილოა და მხოლოდ. მირზოვის კოპირებაა. ცოტა სისწრაფეში გააჩნია უპირატესობა, თუმცა დრიბლინგი აქვს აბდაუბდა. კარში დარტყმაზე საერთოდ არაფერს ვამბობ".

იმედია, არაკეთილმოსურნეებს, ცინიკოსებს, კრიტიკოსებსა და მათდაგვარებს ხვიჩა პასუხს მოედანზე გასცემს და კარგ ევროპულ გუნდშიც გადავა. მას ეს შეუძლია, ამისათვის მხოლოდ ცოტა იღბალი და დრო სჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 26 /
რუსების დ...ც. მიაწექი კვარა დეიკიდე არავის არ მოუსმინო. როდის რა გაგვიკეთეს რუსებმა სიბოროტის მეტი რომ ახლა ველოდოთ. წარმატებები
roma bejanidze
30 ოქტომბერი 2020 07:26
1
ერთს გეტყვით დაიკიდეთ მოგეშვებათ აბა ეხლა რუბინის ფანებს კითხეთ რას გეტყვიან ან ვის აინტერესებს მაგათი აზრი მაგრამ ერთს დავძენდი მათ დიალოგს როგორც ლერმონტოვმა გვახსენა მხდალი ქართველები ეგ სიტყვები საიქიოში ერეკლე მეფეს გაიმეოროს მართლა მაგ ყლერმონტოვმა
Gio
30 ოქტომბერი 2020 06:25
0
მე არ მესმის რა საჭიროა აქ ვიღაც გამოყ......ის კომენტარებს რომ ბეჭდავთ.ა.ით რა ხვიჩა გაბრაზდება და უფრო მაგრა ითამაშებს თუ რა.ამ ბიჭს თავის გზა აქვს და მიყვება მას.თვმქვენ კი გირჩევდით ამ სისულელე კომენტარებს ნუღარ დაბეჭდავთ.არაა სასიამოვნო
კახა ქ.
31 ოქტომბერი 2020 02:18
1
არადა 99.9% სიკეთეს წარმატებას უსურვებენ ... ლინკი გენახათ
givi
30 ოქტომბერი 2020 13:56
0
ხვიჩა, განსაკუთრებული ნიჭის პატრონია, აი შური, კი განსაკუთრებული ცუდი რამეა... მეტი შრომა და თავდადება და ის, ტოპ კლუბში ითამაშებს! იმედია ხვიჩა მალე გაახარებს სრულიად საქართველოს, 12 ნოემბერს და შემდეგაც...
ვახო...
30 ოქტომბერი 2020 17:14
0
ნიჭიერი ბიჭია და დიდი მომავალი აქვს ხვიჩას. მოსეს და მისნაირებს: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. ბოღმა შეგჭამს მოსე ბიძია, თორე ხვიჩას ამით არაფერი არ დაკლდება. ხვიჩას დიდ წარმატებებს მალე ყველა ვნახავთ!!!
ბექა
30 ოქტომბერი 2020 18:19
0
mose-ს. "ბრავო" მოსე. გიტლერის დდდ... შეე, რომ არ მოგიყომარად ბოლომდე და ზედ სტალინის, იმის გამო რომ ყიურებს სახელმწიფო შეგიქმნათ.
nikolozi
30 ოქტომბერი 2020 14:07
0
ხვიჩას მოედნის მიღმა შეხვედრები ჰქონია მაგათი სამხედრო გენერლის ქალიშვილთან და აბა შენ იცი მარგალ კოჩ - მიაწექი მანდაც ბოლომდე
პაელე
30 ოქტომბერი 2020 07:58
11
რას აჩვენებთ ამგვარი სტსტიებით. ქართული სპორტული ჟურნალისტიკა უცოდინარი ბომჟების ხელშია. რას წერენ, რა უნდათ ...
ALONZO
31 ოქტომბერი 2020 14:28
2
მოხუცი ზლატანი უფრო მაგარი ფეხბურთელია,ვიდრე კვარაცხელია,იბრაიმოვიჩი უფრო ბევრს მიაღწევს დღეიდან რომ დეაუთვალო ვიდრე კვარაცხელია.ეგ თქვენი კვარაცხელია 1 წელიწადში ისე დაიკარგება თქვენც დაგავიწყდებათ,თუ გყავდათ საერთოდ მასეთი ფეხბურთელი.
mose
30 ოქტომბერი 2020 13:25
31
მოგიტყან გამომწელავი ბოღმა დედის მუტელი... ადმინ არ დამიბლოკო კაცობას გაფიცებ...შეერგოს ალალია ამისთვის
ზალიკო
30 ოქტომბერი 2020 14:02
0
ზალიკო-ს
მეც იგივე რომ დავწერო, შეიძლება უკვე დაბლოკოს ადმინმა.
ამიტომ, უბრალოდ, გიერთდები თითოეულ სიტყვაში.
მიშა
30 ოქტომბერი 2020 17:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული