"ტორინო" კვარაცხელიასთვის იბრძოლებს - რა ეტაპზეა მოლაპარაკებები?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო პერიოდში რამდენიმე გუნდის სახელთან აქტიურად აკავშირებენ. 

TMW-ს ცნობით, იტალიური "ტორინოს" მიზანი მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე სწორედ კვარაცხელია იქნება. ჯერჯერობით დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, მარკო ჯამპაოლო ხვიჩას სათამაშო სტილით მოხიბლულია და მისი გუნდი ახალგაზრდა ტალანტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

სერია ა-ში ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ, "ტორინოს" მხოლოდ ერთი ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში, მე-19 ადგილზე იმყოფება. 

იტალიურ მედიაში კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ პირველად სწორედ დღეს დაიწერა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ოღონდ იტალია არა, ურთულესი ლიგაა და გაუჭირდება მაგრად მანდ.სულ არ დაიკარგოს. უფრო გაუადვილდება გერმანიაში და ესპანეთშიც და ბელგიაში რა უნდა? რუსეთზე დაბალი დონეა იქ.
koba
30 ოქტომბერი 2020 21:07
11
იმედია ნორმალურ და ამბიციურ გუნდში გადავა. მაჩანჩალა გუნდში დაუდებენ 4 წლიან კონტრაქტს,მერე ის გუნდი გავარდება და იქნება გამობმული კონტრაქტის პირობებზე.
David
30 ოქტომბერი 2020 20:50
1
კვარა არა..
გურჯი
30 ოქტომბერი 2020 20:38
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული